თუ გადამქრალი შენ ხარ ვარსკვლავი... - 31 მარტში 2010 - Sikvaruli.uCoz.NeT - სიყვარული
მთავარი » 2010 » მარტი » 31 » თუ გადამქრალი შენ ხარ ვარსკვლავი...
4:44 PM
თუ გადამქრალი შენ ხარ ვარსკვლავი...
თუ გადამქრალი შენ ხარ ვარსკვლავი,
ახლაც მინათებს შენი მშვენება,
შენგან შევიტყვე რომ სილამაზეს 
არ უწერია გადაშენება.
შენ ცოცხალი ხარ, შენი მგოსნების
და გაჟრჟოლება მათი გულისა, 
თავშესაფარი რამდენ ოცნების,
იყავ ბანაკი გაზაფხულისა!
შენს სილამაზის იქით ბნელდება,
დაიხურება ცისკრის კარები.
შენ მოგაყარეს მიწა ბელტებად
გულზე რომ ვარდსაც ძლივს იკარებდი.
ასი წლის შემდეგ მე შენ გიგალობ,
ათას წელს გაძლებს შენი მშვენება,
შენ, სილამაზის ნაზო გრიგალო,
შენგან არასდროს მომესვენება
.

                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 656 | დაამატა: SPIRITI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]