მთავარი » 2010 » თებერვალი » 2 » ცხოვრების დერეფანი
11:07 AM
ცხოვრების დერეფანი


ცხოვრების დერეფანი



მე
ვუყურებდი მარტო ერთ წერტილს, წერტილს ბოლოში. . . სიცოცხლის, დერეფნის
ბოლოში. სიცოცხლე დერეფანია? რთული კითხვაა, ან სულელური. . . ყველას
თავისი დერეფანი აქვს. ბნელი ან ნათელი. ცივი ან თბილი. . . დერეფნის ბოლო
ყველას სხვანაირი აქვს, ისეთი არა, როგორც იქამდე სხვას. . . ამ დერეფანში
ბევრი კარია, სარკმელი, გვირაბი. . . არ იცი რომელ კარში შეხვიდე, ან
კიდევ საერთოდ შეხვალ კი სადმე? კარები, კარები, კარები!!!




და რომელიმე გვიჩვენებს საით?




იქნებ აქ, ანდა იქნებ იმ კარში, აი იმაში ყვითლად რომ ანათებს. . . რთული
კითხვაა, რომელში მაინც. ხანდახან ირჩევ უბრალოდ სიარულს. . . სიარულს
არსად და ყველაფრისკენ. . . ან იქნებ იჯდე და უშვებდე რგოლებს პირიდან. .
. რგოლებს არსაით.....




                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ისტორიები | ნანახია: 1169 | დაამატა: PaWuKa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]