მთავარი » 2010 » იანვარი » 22 » ცხოვრება ულმობელია
1:13 AM
ცხოვრება ულმობელია



ცხოვრება ულმობელია, დამიჯერეთ, ბავშვებო, გამოცდილება მალაპარაკებს. თქვენ ჯერ ახალგაზრდები ხართ და ცხოვრების არა გაგეგებათ რა. ახალგაზრდა ვიყავი, როდესაც დამენგრა ყველაფერი, მარტოს მომიწია ყველაფრის გადატანა, ქვეყანასა ზედა არავინ მყავდა პატრონი. დღემდე ცოდვებში ვარ ჩაფლული და არ ვიცი როგორ მოვინანიო ეს ყველაფერი. გამოცდილება რომ არა, არ დავიწყბდი ამაზე საუბარს, დამიჯერეთ! რად მიყურებთ ეგრე გაოგნებული? გიკვირთ რაზე ვსაუბრობ? ხედავ, დათო, როგორია ცხოვრება? მამაშენსაც კი არ იცნობ. მაგრამ, დამიჯერე, შვილო, შენ რომ ჩემი ამბავი გაიგო, მიხვდები ყველაფერს და იმედია გამიგებ, თუმცა მეშინია . . .
-     იქნებ მიამბო . . .
-     მე წავალ, თქვენ სალაპარაკო გქონიათ . . .
-     არა, ნატა, დარჩი, შვილო, შენც უნდა გაიგო . . .
ორივე გაოგნებული თვალებით მიყურებდა და მოუთმენლად ელოდნენ თუ როდის დავიწყებდი ჩახლართული ამბის მოყოლას, რომლითაც ორივე ასე დავაინტერესე . . .

* * *

ცელქი ბავშვი ვიყავი, სოფელში ბიძასთან ჩავედი ქალაქიდან. მთელი დღეები ბიძაშვილებთან ერთად ვერთობოდი, ხან მდინარეზე წავიდოდით, ხანაც ბურთს ვითამაშებდით. დღე არ გავიდოდა ნასიამოვნებს არ ჩამძინებოდა. ცელქი ვიყავი-მეთქი, აღვნიშნე უკვე, წარმოიდგინეთ, ძალიან ცელქი . . .
მახსოვს ლამაზი ბუნება, ხელუხლებელი სანახაობა იყო, ყოველდღე ვტკბებოდი იმ საოცარი სილამაზით, მაგრამ 14 წლის ასაკის შემდეგ სოფელში აღარ მიმესვლება და მენატრება იქაურობა. . . სულ რაღაც თვე თუ დავყავი სოფელში . . . ბოლოს ერთი კვირით ჩავედი . . . ახალ წელს უნდა შევხვედროდით და მეორე დღეს მშობლებთან უნდა დავბრუნებულიყავი, ჩემი უფროსი ბიძაშვილი ორი დღის ჩამოსული იყო, სწავლობდა და იშვიათად თუ ნახულობდა მშობლებს. ახალი წლის ღამე მოახლოვდა ნელნელა, არ მიხაროდა, დღემდე არ დამვიწყებია ის შეგრძნება, როგორ მტეხდა ძვლებში, როგორ ვკანკალებდი და საშინლად არ მინდოდა ახალი წელი. ბიძაშვილი მეზობლიდან ახალი დაბრუნებული იყო, ნასვამი, მეხუმრებოდა, ვიცინოდით . . . ახალი წელიც შემოვიდა, მე კი არ მიხაროდა . . . ბიძაშვილმა უღიმღამობა შემამჩნია და – წამოდი, წამოდი გეტყობა შენც გეძინება . . . მითხრა, ხელი გადამხვია და მეორე სართულზე ავედით . . . სასტუმრო ოთახში ბიძაჩემის თოფი დავინახე, მივედი და დათვალიერება დავუწყე, ოთახიდან გამომხედა ბიძაშვილმა და მითხა: - ნუ აწვალებ მაგ დასაწვავს, რამე ხიფათში არ გაეხვიო, მამაჩემა კი ვერ ისწავლა ამ თოფის თავის ადგილას დაბრუნება . . . მე, რა თქმა უნდა არ დავუჯერე და ვაწვალებდი, ბიძაშვილი გამოვიდა და დივანზე წამოჯდა, დავუმიზნე და – ხელები მაღლა . . . გავიხუმრე, გაეცინა და მითხრა: გნებდები! ცოტახნით მივედი და საუბარი დავიწყეთ, მეკითხებოდა თუ როგორ ვსწვლობდი სკოლაში, მომწონდა თუ არა ვინმე, ვიხსენებდით ზაფხულს . . . კარგ ხასიათზე მოვედი . . . თითქოს რაღაცამ წამომაყენა და ისევ თოფი ავიღე ხელში: - მომწონს . . . ვთქვი და უცებ შემზარავმა ხმამ გამომაფხიზლა . . .

* * *

არეულობა იყო მთელ სახლში, ყველა მეორე სართულზე ამოვარდა, სისხლი დავინახე, კარებთან ატუზული ვიდექი და თითქოს ენა გადამყლაპოდა . . . საცოდავი ბიძაშვილის თვალები კი რატომღაც მხოლოდ მე შემომშტერებოდა . . . ცრემლები მდიოდა . . . ბიცოლაჩემი კიოდა, ბიძაჩემი ხელებს თავში იცემდა, მეზობელმა მოიფიქრა მხოლოდ მისი ხელში აყვანა და საავადმყოფოში წაყვანა. საავადმყოფო 2 საათის სავალ გზაზე იყო . . . როგორც მეზობელმა აღნიშნა შემდეგ, გზაში დალია სულიო . . .
საშინელი დღეები გადავიტანე დუმილით, ყველა ყველაფერს მეკითხებოდა, ყველა ცდილობდა ჩემგან გაეგო, თუ როგორ მოიკლა თავი, მაგრამ მე ვდუმდი და ხმას არ ვიღებდი. ყველა იმას ამბობდა ჩემს ზურგს უკან, რომ ბავშვი დაშინებულია, ეტყობა, თვითმკვლელობას შეესწროო . . . ზოგი იმასაც ვარაუდობდა, რომ უბრალო დაუდევრობის ბრალი იყო და უბრალოდ გაუვარდა . . . დაკრძალვამდე ხმა არ ამომიღია, არაფერი მიჭამია, ბოლო ღამეს, მშობლების საუბარს მოვკარი ყური: გიგა უნდა ვანახოთ ექიმებს, ბავშვი შეცვლილია, ეტყობა ძლიერ იმოქმედა ამ ამბავმა მასზე . . .
ის დღე ახლობლებთან თანაცხოვრების უკანასკნელი დღე იყო ჩემთვის . . . დილა უთენია ავდექი . . . ჩემი საცოდავი ბიძაშვილის საწერ მაგიდასთან მივედი, ავიღე ფურცელი და ჩემი ნაჩუქარი კალამი, რომელიც მას ძალიან უყვარდა და სულ თან დაჰქონდა, დავჯექი და დავიწყე ფიქრი . . .
` ყველაფერი ჩემი ბრალია . . . მან გამაფრთხილა . . . თოფს ვათამაშებდი . . . და უცებ გამივარდა . . . დათო მე მოვკალი . . . ყველას გემშვიდობებით . . . მე ჩემი ცოდვებისთვის მომეკითხება . . . გიგა . . .~
ავდექი, კალამი დავდე, თუმცა ისევ ავიღე და გულის ჯიბეში ჩავიდე. ტრანსპორტი ასეთ დროს არ დადიოდა, ამიტომაც ფეხით გავუყევი სადგურამდე გზას . . . ფული არ მქონდა, ვერც ვერავის ვთხოვდი დახმარებას . . . უკვე იმისც მეშინოდა, რომ სახლში წერილს წაიკითხავდნენ და ძებნას დაიწყებდნენ, გააზრებაც კი მზარავდა ამის გაფიქრების, ბიძა და ბიცოლა ჩემზე გამწარებულები იქნებოდნენ, დედ-მამაც. ასეთ ცხოვრებას სივდილი მერჩია, მაგრამ თავის მოკვლა არ შემეძლო . . .
არ ვიცი როგორ, არ მახსოვს, მაგრამ აღმოვჩნდი ზღვის პირას . . .

* * * 

ბევრი ვიწვალე, რომ საქართველოდან წასვლა მომეხერხებინა, არაფერი მებადა, ამიტომ როგორმე უნდა შევპარულიყავი რომელიმე გემში და გამეღწია ჩუმად . . . ისიც არ მახოვს, რომელ ზღვის პირა ქალაქში ვიყავი იმ დროს . . . მაგრამ ვიცი რომ სადღაც ბნელ ადგილას დავიმალე და ისიც მახოვს როგორ დამადგა თავს ერთი უცხოელი და ყვრილი დამიწყო, არაფერი მესმოდა . . . ყურზე ხელი მომკიდა და კაპიტანთან მიმიყვანა, ის სიმწარე დღესაც მახსოვს, თუმცა საკუთარი ბიძაშვილის მკლელობაზე მძიმედ არაფერი მეჩვენებოდა . . . კაპიტანიც უცხო ენაზე მესაუბრებოდა. იმას ვხვდებოდი მხოლოდ, რომ რამდენიმე ენაზე დამელაპარაკა, მაგრამ არცერთი არ მესმოდა. მაშინ მიმითითა იქვე ჩამოვჯდარიყავი . . . მე ხმის ამოუღებლად დავემორჩილე, თუმცა ხმაც რომ ამომეღო ვინ გაიგებდა, რას ვამბობდი . . . სამი დღე მივდიოდით, მოვშინაურდი, კაპიტანი სულ მიცინოდა და არაფერს ამბობდა, მხოლოდ საჭმელს შემომთავაზებდა ხოლმე, ბევრს არ ვჭამდი, ის კი მანიშნებდა, რომ მეჭამა, მე კი თავს ვუქნევდი . . . ბოლოს სადღაც გავჩერდით, ჩოჩქოლი ატყდა, ყველა სადღაც მირბოდა, მეც დავაპირე ადგომა, რომ ხალხს გავყოლოდი, მაგრამ კაპიტანმა დამიჭირა და თავი გააქნია.

* * *

ამ წვალებაში ბევრი რომ არ გავაგრძელო, ენაც ვისწავლე, სიმწარეში რას არ გააკეთებ თურმე . . . ხუთი წლის შემდეგ ბერძნულს უკვე კარგად ვფლობდი. ვმუშაობდი, უბრალო მტვირთავად.
ცხოვრება ნელ-ნელა მიდიოდა, 5 წლის ნამძილზე მიჭირდა ყველაფერი, მენატრებოდა სამშობლო, დედა-მამა, და, რომელიც სიგიჟემდე მიყვარდა და დისშვილი, რომელიც იმ დროისთვის 6 წლის იქნებოდა . . . მაგრამ უკან დასაბრუნებელი არ მქონდა . . . მშობლებს ალბათ უკვე მკვდარიც ვეგონე. მეც ასე მინდოდა . . . შემდეგი 2 წელი ისე ვიმუშავე, რომ ოთახიც ვიყიდე, საბერძნეთის მოქალაქეობაც ავიღე და ვიყავი ბერძენი. თუმცა სახელი არ შემიცვლია, ყველას იმას ვეუბნებოდი, რომ ბებია და ბაბუა მყავნდნენ ქართველები და იმათ პატივსაცემად არ ვიცვლიდი სახელს. ყველას ვუყვებოდი, რომ ბავშვობაში ვყოფილვარ საქართველოში, რომ უზომოდ მენატრებოდა ის მხარე, მაგრამ რა თქმა უნდა, საბერძნეთი იყო ჩემი სამშობლო.
23 წლის ასაკში სწავლაც დავიწყე სასულიერო აკადემიაში. ადვილი არ იყო ყველაფრის ასე მოწყობა. 4 წელი ვსწავლობდი, შემდეგ სასულიერო პირი უნდა გამოვსულიყავი, მაგრამ ერთი გოგო შემიყვარდა და მის გამო თავი დავანებე ყველაფერს. თუმცა პარალელურად ვმუშაობდი.
2 წელიწადში ცოლი მოვიყვანე. მეუღლეს იანა ერქვა, ძალიან ლამაზი იყო, ყველაფერი მოვუყევი ჩემს შესახებ, რა თქმა უნდა მოგონილი ისტორია, რადგან სიმართლის თქმის ყოველთვის მეშინოდა. ბერძნებისთვის ერთი ობოლი საცოდავი ბიჭი ვიყავი, რომელსაც მშობლები 10 წლის ასაკში დაეღუპა ავარიაში, შემდეგ იზრდებოდა ქუჩაში, მაწანწალა ბავშვივით. შემდეგ სამუშაო იპოვა ერთი კეთილი მეზღვაურის დახმარებით, ხოლო შემდეგ, ვინც კი მეგობრები მყავდა ისედაც იცოდნენ რას წარმოვადგენდი . . . ვმუშაობდი და ცოლს არაფერს ვაკლებდი, წელიწადნახევარში იანამ მახარა, რომ უბედნიერესი ქალი იყო, რადგან ჩემგან შვილს ელოდებოდა, გამიხარდა რა თქმა უნდა, მაგრამ იანა როცა მომშორდა და მარტო დავრჩი, ტირილი ამივარდა, ისევ ჩემი მხარე მახსენდებოდა, ისევ დედა, მამა და ჩემი და. ბიძაშვილის ლანდი კი არ მშორდებოდა, დღე და ღამ თან მსდევდა . . . თითქოს ჩემი მფარველი ანგელოზი იყო, ხოლო როცა დავიძინებდი, ყოველთვის ის სცენა მესიზმრებოდა, როგორ მომიხვდა სასხლეტზე ხელი და როგორ მოხვდა მუცელში ტყვია, როგორ დაეცა ჩემს წინ თვალგახელილი და როგორ მთხოვდა თვალებით შველას . . .
9 თვეც იანასთან ერთად სიხარულში მიილია. მოვიდა დღე როცა ბავშვი უნდა გაგვჩენოდა, სამშობიაროს კარებთან ატუზული, სიგარეტს ვეწეოდი და იანას მშობლებთან ერთად მეც მამად გახდომის მოლოდინში ვნერვიულობდი . . . წამები იწელებოდა, კარგა ხანი საათს დაშტერებული გავქვავდი და ისრებს ვუყურებდი. ჩემზე თამაშობდნენ, თითქოს ლაზღანდარობენ და ჩემს ნერვების მოსაშლელად წინ არ დგამდნენ ნაბიჯებს . . . სამი საათი გასულიყო როცა სიდედრმა დამიძახა, ცრემლიანი თვალები ჰქონდა, გავშეშდი და ვთხოვდი, რომ ეთქვა, თუ რატომ ტიროდა . . .
-     იანა . . .
-     თქვით რა მოხდა?
-     იანამ ბიჭი გააჩინა . . .
-     მერე რა გატირებთ? უნდა გიხაროდეთ . . .
-     იანა . . .
-     თქვით რა მოხდა?!
ქალი ხელებში ჩამივარდა, იქვე ექთანს დავუძახე, რომ მიეხედა, მე კი იქითკენ გავწიე, საითაც სიმამრი მეგულებოდა, მასაც ცრემლიანი თვალები ჰქონდა, შემომხედა და პირდაპირ მომახალა . . .
-     იანას დენა აუვარდა და ვერ გადაარჩინეს . . .
ჩავიკეცე და პირველად იმ წლების მანძილზე რაც საბერძნეთში ვიყავი, ქართულად წარმოვთქვი : - რატომ, ღმერთო, რატომ?
ექიმმა ყველაფერი ამიხსნა, დამამშვიდა თავის ჭკუით და ბავშვის ნახვა შემომთავაზა . . . არ მომდომებია შვილი მენახა, რადგან იანა უკვე ჩემს გვერდით აღარ იყო. ექიმს ვუთხარი, რომ ერთი კვირა ვერ წავიყვანდი ბავშვს.
იანა დავასაფლავეთ და იმ დღეს გამახსენდა მხოლოდ, რომ შვილი მყავდა, სამშობიაროდან გამოვიყვანე, სახელიც ვერაფერი შევურჩიე, გოგო რომ ყოფილიყო უყოყმანოდ იანას დავარქმევდი, მაგრამ ბიჭისთვის რა მომეფიქრებინა?! არ ვიცოდი, მაგრამ ბოლო მომენტში ისევ ჩემი ბიძაშვილი გამახსენდა. ბიჭს დათო დავარქვი . . .   მე ისევ ვმუშაობდი, ბავშვი კი ბებია-ბაბუასთან იზრდებოდა, იშვიათად ვნახულობდი, რადგან ზრდასთან ერთად ემსგავსებოდა იანას და ქართულ იერსაც ღებულობდა . . . მიჭირდა ყოველივე ამის ატანა . . . 
მე ცხოვრება ხელახლა უნდა დამეწყო . . . უპატრონო ადამიანი, ახლა უკვე უცოლოც ვიყავი, რომელსაც მხოლოდ ბავშვი ჰყავდა . . .

* * *

როცა დათო 4 წლის იყო, ციხეში მოვხვდი. 12 წელი მომისაჯეს, რადგან მეგობარს კაცი შემოაკვდა, მას კი ოჯახი ჰყავდა და დანაშაული მე დავიბრალე, იმის იმედით რომ ის ჩემს შვილსაც უპატრონებდა და ყოველთვიურად ფულს მიაწვდიდა . . . სიდედრს შვილი თავიდან ხშირად მოყავდა, რათა მამა არ დავიწყებოდა, მაგრამ ბოლოს საერთოდ შეწყვიტა მოყვანა . . . მიზეზი მეგობრისგან გავიგე. ძალიან უჭირდათ თურმე, ვის გამოც ვიჯექი მადლიერება ბოროტებით გადამიხადა და სახლი გამიყიდა თურმე, ბავშვსაც არაფერს აძლევდა . . . შურისძიების წყურვილმა შემიპყრო . . . გავბოროტდი და დადგა ციხიდან გამოსვლის დღე . . . რამდენიმე ხანში მოვძებნე ყოფილი მეგობარი, რომელიც ჩემს ხარჯზე გამდიდრებულა . . . ყველაფრისთვის მადლობა გადავუხადე და სიცოცხლეს გამოვასალმე . . .
ახლა უკვე მეორე მკვლელობა მქონდა ჩადენილი და ჩემთვის სიკვდილს არანაირი მნიშვნელობა აღარ ქონდა . . . ამ დანაშაულისთვის სათანადო სამხილები არ მოიძებნა და დაუსჯელად დავრჩი, მაგრამ ჩემთვის რომ გეკითხათ იმ დროს ვინმეს, წინასწარ ვიჯექი კაცის მკველობისთვის.
ბავშვი გაუცხოებული იყო, მამად ვერ აღმიქვამდა, იანას საფლავზე ხშირად დავდიოდი, თითქოს იქ ვპოვებდი ყველაფერს, რაც კი დამეკარგა . . . საქართველოს, მშობლიურ სახლს, დედას, მამას, სოფელს, ბიძაშვილს და ყველაფერს, ყველაფერს რაც ბავშობის წლებთან ასოცირდებოდა, იქ ვტიროდი . . .
იანას შემდეგ არავინ მყვარებია. არც კი მიფიქრია მეორე ცოლი შემერთო. დათო იზრდებოდა და თანდათან ხვდებოდა ყველაფერს, საცხოვრებლად 20 წლის ასაკში ჩემთან გადმოვიდა, მინდოდა გამეზიარებინა მისთვის ყველაფერი მისი წარმომავლობის შესახებ, მაგრამ ვერ შევძელი . . . ისევ და ისევ შემეშინდა . . . ვცხოვრობდით ერთად და მიხაროდა, რომ ერთი ადამიანი მაინც მყავდა, ვისთვისაც შემეძლო ჩემი საბერძნეთში გატარებული ცხოვრების შესახებ გულღიად მომეყოლა, ის კი მთხოვდა, რაც შეიძლებოდა ბევრი დედაზე მესაუბრა . . . საფლავზეც ხშირად დავდიოდით ერთად. U
უნივერსიტეტს ამთავრებდა, როცა სახლში გახარებული შემოვიდა და მომახალა:
-     მამა, საქართველოში მივდივართ ჯგუფელები, შენ ხომ გიყვარს საქართველო? ხომ მიამბობდი ხოლმე ბებია და ბაბუა მყავდა იქაურიო, ხოდა მეც მივდივარ სამი თვით . . .
გავშრი, ვერაფერი ვუთხარი . . .
-     მამა ქართული ადვილი ენაა? იცი საერთოდ? ამბობენ, ქართველებს ლამაზი ქალები ჰყავთო, მართალია?
ვუყურებდი ამ ადამიანს, რომელიც ჩემი შვილი იყო და რომელიც ასე აღფრთოვანებით საუბრობდა იმ საქართველოზე, რომელიც მისთვის მხოლოდ უცხოეთი იყო და არა სამშობლო . . .
-     რას დუმხარ, შე კაცო, ამოიღე ხმა, მითხარი რამე! ხო მითხარი, ნამყოფი ვარო ბავშვობაშიო, ნუთუ არაფერი გახსოვს?!
-     არაფერი?
-     ხო არაფერი გახსოვს?
დავჯექი და შევხედე ბიჭს, რომელიც იქ აპირებდა წასვლას, საიდანაც გამოვექეცი სამართალს . . . რა უნდა მეთქვა მისთვის, არ ვიცოდი. ვიცოდი ქართული თუ აღარ?
-     დათო შენ ქართველი ხარ! – ვთქვი ქართულად . . .
-     რა თქვი?
-     არაფერი, ქართული სიტყვები გამახსენდა, ბებიას ნასწავლი . . .
-     ანუ გცოდნია? მითარგმე რა თქვი . . .
-     არა, არაფერი . . . აღარ მახსოვს, რას ნიშნავს . . .
მოვატყუე შვილი . . .
ერთ კვირაში დათო საქართველოში წავიდა . . . ფიქრშიც კი არ გამივლია მსგავსი, რაც ჩამოსულს მან მიამბო.

* * *

ბერძენი ბიჭი ერთ-ერთ სასტუმროში მოთავსდა თავის სამ მეგობართან ერთად. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექციებიც მოისმინეს რუსულ ენაზე, რამაც დათოზე ძალიან იმოქმედა თურმე, რადგან ისინი საქართველოზე ესაუბრებოდნენ, დათო ლექციებს არ აცდენდა . . . ლექციებს ქალი კითხულობდა . . . დათომ ლექტორთან ისე მოახერხა, რომ გარეთაც შეხვედრილიყვენენ, რადგან მას საქართველოზე უფრო მეტი აინტერესებდა. ქალს ძალიან შეუყვარდა ბიჭი, რომელიც აგონებდა თავის დაკარგულ ძმას, უყვებოდა საქართველოზე ყველაფერს და დაინტერესდა დათოს წარმომავლობით. დათომაც მოუყვა ყველაფერი, რომ ყავდა მხოლოდ მამა.
ქალბატონმა ნინომ დათო სახლში დაპატიჟა, რათა ქართული ტრადიციებიც გაეცნო და ქართული სამზარეულოც. დათო და ქალბატონ ნინოს შვილიც ძალიან დამეგობრდნენ.
თანატოლები ისე დაახლოვდნენ, რომ ნატამ ბიძამისის ამბავი მოუყვა დათოს და ისიც გაუმხილა თუ როგორ ჰგავდა ბიძამისს, რომელიც მას არ ახოვდა, ხოლო დედისგან ყველაფერი იცოდა და უზომოდ უყარდა. დათომ გულთან ახლოს მიიტანა ეს ნაამბობი და ისიც გაიგო რომ ქალბატონი ნინოს მშობლები ძმის ამბავს გადაყვენენ და ნაადრევად გამოეთხოვნენ წუთისოფელს, ხოლო ის ოჯახი სამუდამოდ დაემდურა მკველობის გამო.
დათომ სამი თვე იდეალურად გაატარა საქართველოში და ქართველი ხალხი ძალიან შეუყვარდა.

* * *

საბერძნეთში დაბრუნებულს კი შვილმა ყველაფერი მიამბო ჩემს ისტორიაზე. ჩემს შვილს მეგობრის ბიძა ძალიან ეცოდებოდა და ქალბატონი ნინო, ის კი არ იცოდა, რომ სწორედ ის კაცი იყო მამამისი.
ვეღარ ვძლებდი, ან უნდა მეთქვა შვილისთვის ყველაფერი, ან სამუდამოდ უნდა გავმქრალიყავი . . . ერთ მშვენიერ დღეს მე გადავწყვიტე, რომ საქართველოში დავბუნებულიყავი და თვალი გამესწორებინა წლების შემდეგ ყველაფრისთვის, შევთავაზე დათოს გამომყოლოდა, ისიც სიამოვნებით დამთანხმდა.
თბილისს როცა ვესტუმრე, ვიგძენი, რამხელა გავმხდარვარ, როგორ გავზრდილვარ და როგორ შევცვლილვარ . . . რა თქმა უნდა სახლში ვერ მივიდოდი, დათოსგან კი ვიცოდი, რომ იქ ცხოვრობდა ჩემი და მაგრამ ვერ შევძლებდი ეგრევე იქ მისვლას. დავბინავდით სასტუმროში, დათო ეგრევე გაქანდა თავის თბილისელ მეგობრებთან. მე კი მარტო ვიყავი სასტუმროში რომელიც თბილისს გადაცქეროდა და ვტკბებო დი ყოველივე ამით. მახსენდებოდა ჩემი ბავშვობა, ჩემი სკოლა, ჩემი თანაკლასელები, ჩემი ეზო, ჩემი პირველი შეყვარებული, ჩემი ქალაქი და საერთოდ მეგონა, რომ თავიდან დავიბადე . . .
ფიქრებში გართულს კარების ხმამ გამომაღვიძა. დათო რუსულად საუბრობდა, ეტყობოდა, მარტო არ იყო. შორიდანვე დავინახე, გოგო რომელიც მას მოყვებოდა, მე ისევ ჩემი ბავშობა დამიდგა თვალწინ, მეგონა რომ ისევ 14 წლის ვიყავი და ჩემი და მოდიოდა, მაგრამ იხტიბარი არ გავიტეხე და გავმაგრდი. წამოვდექი, გოგომ შემომცინა და ბერძნულად მომესალმა. როგორც აღმოჩნდა დათოს ესწავლებინა მისთვის მცირეოდენი ბერძნული, როგორც მას ქართული დათოსთვის. ეტყობოდა. ჩემი სიამოვნება უნდოდა, მაგრამ მე ქართულად ვუთხარი
-     გამარჯობა, ნატა . . .
ორივეს სახეზე ღიმილი შეაშრა.
-     თქვენ ქართული იცით?
თავისდაუნებლიედ წარმოთქვა გოგომ.
-     ვიცი, შვილო, ვიცი, განა არ უთქვამს დათოს, რომ ბებია ბაბუა ქართველები მყავდა?
თვითონვე შევამჩნიე ჩემი ბერძნული აქცენტი ქართულ საუბარში . . .
-     არაფერი უთქვამს. მშვენივრად საუბრობთ ქართულად . . .
-     მამა, გამაგებინე, რატომ აქამდე არ მითხარი, რომ ქართული იცოდი? -
დაიბნა დათო და ბერძნულად მითხრა საყვედური . . . 

* * *

-     ასე მოხდა ყველაფერი . . . მე დათომ გადამადგმევინა ეს ნაბიჯი, რომ დაბრუნებულიყავი აქ, ჩემს ქალაქში, ჩემს მშობლიურ კუთხეში. მან გამიღვივა, ხანში შესულს, აქ დაბრუნების წყურვილი, როცა აღფრთოვანებით მიყვებოდა დაბრუნებული, შენზე ნატა, ჩემს პატარა დიშვილზე და ჩემს დაზე . . . რომელიც ქვეყანას მერჩივნა . . .
-     თქვენ გიგა?!
-     მამა?!
-     ბიძაშვილ მამიდაშვილები ხართ შვილებო, თქვენში ერთი სისხლია, მიხარია, რომ იპოვეთ ერთმანეთი . . .
ორივემ ერთმანეთს გადახედეს. ნატას თვალები ცრემლიანი ქონდა, დათო კი გაოგნებით მიშტერებოდა საკუთარ ნათესავს, ხან კი მამას, რომელიც ადგა და აივანზე გავიდა . . .
გიგა უყურებდა თბილისს, უნდოდა ყველაფერი ეს თავის დისთვისაც ეამბნა, ისე, როგორც შვილს და დისშვილს უამბო, მაგრამ უფრო ძნელი იქნებოდა, რადგან და იყო, რადგან და დანახვისთანავე იცნობდა ძმას, ძმას რომელიც წლების წინ გამოიგლოვა . . . ნატა წამოდგა და მოეხვია ბიძას, რომელიც უყვარდა დედის ნაამბობიდან, რომელზეც ბევრი რამ სმენია, რომლებიც გაყარა უბედურმა შემთხვევამ . . .
-     მე წავალ დედასთან . . .
-     მოიცადე, მზად ვარ კი?!
-     ბიძია, თქვენ ეს უნდა შეძლოთ . . . დედამ შავები უნდა გაიხადოს.
დათოს არ ესმოდა ქართული, არ ესმოდა თუ რას საუბრობდენ მის თვალწინ, მაგრამ ხვდებოდა, რაზე შეიძლებოდათ `დედა~ ეხსენებინათ.
გიგა მეორე დღეს ესტუმრა დას, რომელმაც არ იცოდა მის შესახებ, რადგან ნატას არ უნდა გაემხილა მისთვის, ეს გიგას თხოვნა იყო. კარი თმაში ჭაღარაშეპარულმა ქალმა გააღო, უნდოდა ეთქვა, ვინ გნებავთ, როცა ნატამ მეორე ოთახიდან თავი გამოყო და – მობრძანდითო, დაიყვირა. განზე გადგა ნინო, გიგამ კარის ზღურბლს ფეხი გადადგა და ნინომ დათო დაინახა, ძალიან გაუხარდა და გულში ჩაიკრა. რუსულად მიმართა
-     მამაშენია?
-     დიახ ქალბატონო ნინო . . .
-     შემოდი, შემოდი . . .
-     ბოდიში, ქალბატონო, რომ დაუპატიჟებლად შემოგეჭერით, მე ხომ თქვენთვის უცხო ვარ, მაგრამ დათომ მაიძულა . . .
-     არაფერიც, თქვენ მუდამ სასურველი სტუმარი ხართ – დაიყვირა ნატამ.
სასტუმრო ოთახში შევიდნენ, ნინო სამზარეულოში გადი-გამოდიოდა, გიგას კი გული საგულეში აღარ ჰქონდა, ელოდა მომენტს, როცა ნინოც სიმართლეს გაიგებდა, მაგრამ ქართველი სტუმართმოყვარე ქალი არ ჩერდებოდა და ფუსფუსებდა.
-     დე, მოდი რა, სანამ მამა მოვა სტუმრებს მიაქციე ყურადღება.
-     შენ მანდ არ ხარ?! მიდი დაჯექი, მარტო არ დატოვო, მეც მალე მოვალ, ხაჭაპურსაც გამოვაცხობ, სტუმრებს სათანადო პატივი ვცეთ, მითუმეტეს, როცა უცხო კაციც არის . . .
-     ქალბატონო ნინო, გამობრძანდით გევედრებით! – ძლივს ამოღერღა გიგამ.
შეშფოთებულმა გამოიხედა და
-     თქვენ ქართული იცით?
-     დიახ . . .
-     ეს როგორ?
-     მობრძანდით, გევედრებით, არ გვინდა ხაჭაპური, სხვა დროს იყოს . . .
-     კი მაგრამ . . .
-     დედა, დაჯექი, როცა გეუბნებიან!
ნინო ჩამოჯდა და უყურებდა ორ უცხო ადამიანს და გრძნობდა რაღაცას.
-     შენ რატომ არ იცი ქართული დათო?
-     მე არ მასწავლა, გუშინ გავიგე საერთოდ, რომ მან იცოდა.
-     ნინო, არ გეწყინოთ რომ მხოლოდ სახელით მოგმართავთ, მაგრამ მე მგონი მაქვს ამის უფლება, მე რაღაც უნდა გიამბოთ.
ოთახში სიჩუმე ჩამოვარდა. ნინო გიგას უყურებდა თავლმოუშორებლად და რატომღაც მამა გაახსენდა, რადგან ახლახან აღმოაჩინა, რომ ბერძენი სტუმარი, რომელმაც ქართული იცოდა, ძლიერ ჰგავდა მამას . . . თვალზე ცრემლები მოადგა და ბოდიშიც მოიხადა, მაგრამ არ გაამხილა, თუ რა ატირებდა. ამ დროს, გიგა ფეხზე წამოდგა და ნინოს მიუახლავდა. ნინომ იუცხოვა და ყვირილი დააპირა, როცა გიგამ გულში ჩაიხუტა თავისი საყვარელი დაიკო და წარმოსთქვა:
-     ნინო, გიგა გახსოვს?
-     გიგა? – ხმა დაუდაბლდა ქალს.
-     გიგა . . . – გაიმეორა გიგამ.
-     ჩემს ძმას ერქვა გიგა, მაგრამ თქვენ საიდან იცით? აა, ალბათ ნატამ გიამბოთ, ან დათომ, მანაც იცის.
ქალს აშკარად შეეტყო ანერვიულება, ის ისევ მისთვის ვიღაც ბერძენის მკლავებში იყო და უხერხულად მოძრაობდა და ცდილობდა, რომ თავი დაეღწია, მაგრამ გიგა დას ხელიდან არ უშვებდა და იმასაც ვერ ამბობდა, რომ მისი ძმა იყო . . .
-     ნინო, გიგა როგორი გახსოვს?
-     თქვენ რა გინდათ?
-     მაინტერესებს!
-     ნატა მამას დაურეკე!
-     დედა რისთვის გინდა მამა?
-     დაურეკე გეუბნები! – ნინოს შეეშინდა და ამიტომ მოითხოვა ხმის აწევით, დაერეკა მეუღლესთვის.
-     არ არის საჭირო ნინო, ჩემი ნუ გეშინია, მე ხომ   . . .
-     რა შენ ხომ? რა გინდა? ხელი გამიშვი . . .
-     გიგა ვარ . . .
ნინომ მოძრაობა შეწყვიტა, თვალი დახუჭა, ბავშვი მოელანდა, 14 წლის ბავშვი, რომელიც მან დაკარგა, ძმა, რომელიც უზომოდ უყვარდა. ისევ გაახილა თვალი და შეხედა კაცს, რომელიც მამას ახსენებდა, რომელიც ძლიერ ჰგავდა ქართველს. გადახედა დათოს, მასში თავისი პატარა ძმა დაინახა. შეხედა ისევ გიგას, მიხვდა ყველაფერს და კოცნა დაუწყო . . .
გიგას დაბრუნებამ ტკივილის განახლება გამოიწვია დის გულში, თუმცა სითბო და სიყვარული და რაც მთავარია, საყვარელი პიროვნება დაიბრუნა.
ნინომ მშობლების საფლავზე გაიყვანა ძმა, რომელიც თავს იდანაშაულებდა ყველაფერში და ყოველ წამს ბოდიშს იხდიდა იმ უბედური შემთხვევის გამო და დიდი ტკივილის გამო, რომელიც მშობლებს და დას მიაყენა . . . ნინო კი ყოველ წამს აწყნარებდა და, ეუბნებოდა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა და ყოველ წამს სთხოვდა იმას, რომ საბერძნეთში აღარ დაბრუნებულიყო და არ მიეტოვებინა ხელმეორედ.
-       მამიდა, ქართულს ხომ მასწავლი?

* * *
შემოდგომის ლამაზი საღამო იწურებოდა, ფოთლები შრიალებდნენ . . . სასაფლაო ცარიელი იყო, ირგვლივ არავინ ჩანდა. ქვიდან მომცინარი მარად ახალგაზრდად დარჩენილი ჭაბუკის სახეს ხანში შესული მამაკაცის ხელები ეფერებოდა . . . და საფლავის მიწას კი ცრემლები ასველებდა . . .

                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ისტორიები | ნანახია: 1415 | დაამატა: PaWuKa | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]