მთავარი » 2011 » ოქტომბერი » 14 » ცამდე ატოტილი,ვნებით გაპოხილი
11:56 AM
ცამდე ატოტილი,ვნებით გაპოხილი


ცამდე ატოტილი,ვნებით გაპოხილი
შენი ნაზი ტანის ჩუმი ნარნარია
შენი სილამაზე,წვივიდან წარბამდის
ლურჯი სილაჟვარდის და მზის სადარია
ტოტებდახუნძლული,ნაყოფგადამსკდარი
შენი მკლავების და მკერდის ხანძარია
შენი გაღიმება,წითელ ტუჩთა ბზარი
ქვაზე დამსხვრეული ლალის სადარია
ქარით დაზნექილი ხეთა განაბწკარი
შენი წაბლისფერი წამწამთა ჯარია
გვერდი ჩამიარე,ლექსი მოგიძღვენი
გულმა დაიკვნესა: ღმერთო,რა ქალიავ

                               
მიმაგრება:
კატეგორია: ეროტიკული პოეზია | ნანახია: 7347 | დაამატა: 27_MoPaRuLi_KoCnA | რეიტინგი: 2.7/3
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]