მთავარი » 2010 » მარტი » 17 » წვიმს....
9:39 PM
წვიმს....
წვიმს.... 

წვიმის წვეთები ეცემა ფანჯრის მინას და საოცარ ხმას გამოსცემს.თითქოს მამხნევებენ,თითქოს რაღაც სურთ მითხრან,მაგრამ 
ქრებიან,დნებიან და ვერ ასწრებენ.ისევ უსასრულო მოლოდინი,ისევ უსასრულო მონატრება,თითქოს წვიმაც ჩემთან ერთად 
ტირის,ტირის უსასრულოდ.ვერასოდეს წარმოვიდგენდი რომ შეიძლება დამღლელი ყოფილიყო მონატრება,ტანჯვად 
გადამექცა,ტანჯვად რომელსაც არ უჩანს დასასრული და იმ უკიდურესობისკენ მივყავარ რასაც ტკივილი 
ჰქვია.ტკივილი,რომელიც იმედგაცრუების ბურანში მხვევს.ძნელია ამ ტკივილის გაყუჩება რადგან მგონებები არ მაძლევენ ამის 
საშუალებას.ვცდილობ არაფერი გავიხსენო და ცხოვრებას თავიდან დაწყების შანსი მივცე,მაგრამ მოგონებებს ვერ 
ვეწინააღმდეგები,ისინი ჩემზე ძლიერები არიან.არ მაძლევენ უფლებას დავივიწყო და სამუდამოდ წარსულის ბნელ სამარეს 
მივაბარო ტკბილი მოგონებები.იქნებ იმიტომ რომ მაქვს იმედი,იმედი იმის, რომ კიდევ ერთხელ ვიქნები ბედნიერი და ვიგრძნობ 
ამას.ბედნიერება ვერ შევიგრძენი.გამომაპარა და ხელებში ჩამადნა,როგრც ყინულის მგრძნობიარე ლოლოები,რომელსაც 
საკმარისია მოეფერო და ხელებში ჩაგადნება. 
ისევ წვიმს..... 

ისევ მოლოდინი,მოლოდინი აუხდენელი ოცნებების და დიდი იმედების,ბედნიერების იმედების. 

ისევ წვიმს... წვიმის წვეთები ეცემა ფანჯრის მინას და თითქოს სურს გამამხნევონ,მომავლის რწმენა დამიბრუნონ,მაგრამ 

ქრებიან,დნებიან და ისევ ვერ ასწრებენ........

                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ჩანახატები | ნანახია: 1458 | დაამატა: PaWuKa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]