მთავარი » 2010 » თებერვალი » 2 » წვიმის ხმაურმა გამომაღვიძა
11:09 AM
წვიმის ხმაურმა გამომაღვიძა


წვიმის ხმაურმა გამომაღვიძა
წვიმის
ხმაურმა გამომაღვიძა. მისმა სიცივემ, სისველემ... როგორი ქარი ქრის...
ცივა და მტკივა... გამომეღვიძა მთელი დღის დაღლილს... ლამაზი ქუჩაა,
მითუმეტეს როცა წვიმს... არც ისე სუფთა კარგ ამინდში და კრიალა წვიმაში...
ასფალტი ბრწყინავს, როგორც ლაქ წასმული ზედაპირი... ხეებს თავი
დაუხრიათ... ლამაზი ქალებივით ცეკვავენ, ნაზად ირხევიან მარჯვნიდან
მარცხნივ, მარცხიდან მარჯვნივ და ასე უსასრულოდ...



თითქოს მაფარია ეს ქურთუკი, მაგრამ მაინც ცივა... მთელი სხეული
გამეყინა... ალბათ მოვკვდები Dდღეს ღამე... გამიგია, რომ სიცივისაგან
კვდებიან...



წინ ლამაზი სახლი დგას... ისეთი დიდი... ისეთი თბილი... ბევრი ფანჯარა
აქვს... ერთ-ერთი პატარა გოგოსია. ძალიან ლამაზი გოგოა. ანგელოზს გავს,
ამიტომ ავირჩიე ეს ადგილი... მისი ყურება ჩემი ერთადერთი სიხარულია... ის
კარგად არის, თბილად და მერე მეც აღარ ვფიქრობ ჩემ შიმშილზე, ყინვაზე,
ტკივილზე, სიკვდილზე... იმ პატარა გოგოს დედაც ყავს... ლამაზი დედა,
რომელიც ყოველთვის ეფერება... რომელსაც უყვარს...



ვწევარ გახვეული ვიღაცის ქურთუკში და ვფიქრობ სანამ შემიძლია, სანამ ყინვა გონებამდე ასულა...



პატარა გოგომ დაიძინა... თბილად არის და მეც კარგად ვგრძნობ ამიტომ თავს...



ხეები ცეკვავენ... ცეკვავენ ვალსს...



სანამ გამეღვიძებოდა მესიზმრებოდა, რომ ვითომც იმ გოგოს ვეცეკვებოდი...
მას თბილი და ნაზი ხელები ქონდა... ცხელი და ხშირი სუნთქვა... ერთ სხეულად
ვმოძრაობდით და მეც გავთბი, პირველად გავთბი...



ლამაზი იყო... ზღაპრული...



მინდა გაფრინდე სიზმართა სამყაროში... ღამე მაინც არ ვიფიქრო...



იცი რა მინდა? მინდა ფრთები... მინდა ცაში პატარა სამალავი, აი, იმ
ვარსკვლავის ქვეშ, აქედან რომ ჩანს. იქ ჩემი სახლი იქნებოდა. პატარა,
მაგრამ თბილი და მყუდრო... მეყოლებოდა პატარა ლეკვი, რომელსაც
მოვუვლიდი... და მექნებოდა ცხოვრება, როგორც ყველას... ავფრინდებოდი
ძალიან მაღლა... სადაც ყოველთვის დღეა... სადაც ყოველთვის სიკეთეა... მერე
ჩემ სახლს დავუბრუნდებოდი, შევაფარებდი თავს, სახლს რომელიც შენია,
ყოველთვის გელოდება... დავპატიჟებდი სტუმრებს... ამ პატარა გოგოს
მივიყვანდი... იქმდე კი მთელ სახლს ყვავილებით მოვრთავდი... მთელ სამყაროს
გავალამაზებდი მათი სურნელით...



სიცივე ოცნებასაც მიშლის... ტკივილი კივის და სიკვდილიც მოვა ალბათ...



ცუდია სიკვდილი ისე, რომ თავი არავის არ დაამახსოვრებინო... მე კი... მე
კი... ეჰ! მხოლოდ ამ ქუჩის ძაღლს ვახსოვარ, იმიტომ რომ ერთხელ პატარა
პურის ნატეხი მას გავუნაწილე...



ოცნება ცხოვრებას ალამზებს, მაგრამ მორჩები და მერე უფორ ცუდად ხარ...
იმიტომ რომ ისე არ არის გარშემო, როგორც შენ გინდა... რელაობა მერე უფრო
მწარეა... რამდენჯერ მიოცნებია დედაზე... თვალი გამიხელია მერე და
ტკივილისაგან მიყვირია... მიკივლია... დედა არსად არ ყოფილა... დედა და
სახლი, არ გამოჩენილან... გარშემო მხოლოდ ბნელი ქუჩა და ნაგავი იყო... და
მე ქურთუკში, ძონძებში გახვეული...



ფრთები რომ მქონდეს...



უფრო აცივდა..



ნელ_ ნელა ყინავს...



სულ ცოტა დამრჩა...



დღეს ბედნიერი ვკვდები... პატარა გოგომ ფანჯრიდან გამიღიმა... პატარა ანგელოზმა...



უყურე... ფრთები მომეცა... შემომხედე მივფრინავ... საით? არ ვიცი, ალბათ უფრო თბილ სამყაროში... დედასთან........



                                  ავტორი: ნინკა აბუაშვილი


                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ისტორიები | ნანახია: 1610 | დაამატა: PaWuKa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]