მთავარი » 2010 » მარტი » 13 » წვიმს და ვოცნებობ
10:10 PM
წვიმს და ვოცნებობ
წვიმს და ვოცნებობ. გამიგონია ოცნება ცოდვააო, მაგრამ მე მაინც ჩავდივარ ამ ცოდვას და ვოცნებობ რაღაცაზე თუ ვიღაცაზე. ვოცნებობ იმაზე, რაზეც ნებისმიერი ჩემნაირი ადამიანი. პირადი ბედნიერება, ოჯახური სითბო და უკვდავი სიყვარული, ნუთუ ეს ძალიან ცოტაა იმისათვის რომ ადამიანი ბედნიერი იყოს? უკვდავი სიყვარული მეთქი ვთქვი, რადგან მჯერა, რომ სიყვარული მართლაც უკვდავია, უფრო სწორედ თვითონ ადამიანი ხდის მას ასეთს. რა მშვენიერი იქნებოდა ცხოვრება ყველაფერი რომ მართლაც ასე იყოს, მაგრამ ეს ხომ მხოლოდ ოცნებაა, ოცნება და მეტი არაფერი. მაინც რა არის მეოცნებე ადამიანი, თვალს დახუჭავ და წარმოიდგენ, გვერდით გყავს პიროვნება, რომელსაც ყველანაირი სიგიჟის ჩადენა შეუძლია შენი გულისთვის, რომლის სიყვარულიც ყველანაირ გაჭირვებას გადაგატანინებს, შენ კი ისეთი ბედნიერი ხარ, რომ გინდა ხალხში გამოხვიდე და მთელი ხმით იყვირო თუ როგორ გიყვარს იგი. დაე ჩაგთვალონ გიჟად, ამასაც ხომ მისი სიყვარული გაკეთებინებს. ღმერთს სთხოვ მოგცეს ნიჭი სიყვარულისა, სიყვარულის რომელიც არასოდეს მობეზრდება შენს რჩეულს, მაგრამ მერე გაახელ თვალს და ეს ყველაფერი ოცნებააა…მხოლოდ და მხოლოდ ლამაზი ოცნება….

                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ჩანახატები | ნანახია: 385 | დაამატა: PaWuKa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]