წარსულია ყველაფერი! - 14 მარტში 2010 - Sikvaruli.uCoz.NeT - სიყვარული
მთავარი » 2010 » მარტი » 14 » წარსულია ყველაფერი!
8:56 PM
წარსულია ყველაფერი!
მომავალს ვერ შეცვლი, ისიც წარსულია, 
სიმართლეს შეხედე და ნუ გეშინია, 
ჩვენი ოცნებები ყოველთვის ტკბილია, 
მე შენ დაგივიწყო? ეს სისულელეა! 

როგორ დაგივიწყო, ან როგორ დავიწყო, 
ცხოვრება თავიდან მინდა რომ დავიწყო, 
ტკივილი გავაქრო და სევდა დავმალო 
და გულის კუთხეში მინდა რომ დაგმალო. 

მე ასე მეგონა წარსულს ვემალები, 
მაგრამ განვლილ დღეებს ვერ დაემალები, 
ვერ დაემალები მთვარეს და ვარსკვლავებს, 
მე ამ სამყაროში რაღაცა მაკავებს. 

რასაც დავეძებდი, მე ის ვერ ვიპოვნე, 
სიხარულს ვეძებდი, მეგონა ვიპოვნე, 
კითხვას არ ვეძებდი, პასუხი ვიპოვნე, 
უფლის დახმარება ამიტომ ვითხოვე. 

სიმშვიდეს ვეძებდი და ვერსად ვერ ვპოვე, 
ცუდი რაც შემემთხვა, წარსულში დავტოვე, 
სიმართლეს ვეძებდი, სინათლე ვიპოვნე, 
მე კი ეს სიმართლე გულში ჩავიტოვე.

                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 382 | დაამატა: PaWuKa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]