მთავარი » 2010 » იანვარი » 6 » ˙·٠•●๑۩۞۩๑თოვლით შემოსილი სიყვარულის საიდუმლო๑۩۞۩๑●•٠·˙
9:13 PM
˙·٠•●๑۩۞۩๑თოვლით შემოსილი სიყვარულის საიდუმლო๑۩۞۩๑●•٠·˙

პირველი ნაწილი



***



დილა სუსხიანი, მოწყენილი იყო . . . ხალხიც თითქოს ამინდის მაძავდა,
გამოუძინებელნი იყვნენ . . . ახალგაზრდებიც ბარბაცით მიდიოდნენ
ავტობუსისკენ, ზოგი კი მანქანისკენ . . . უმეტესობა ამთქნარებდა და ერთი
სული ჰქონდათ როდის ჩასხდებოდნენ, რომ შეწყვეტილი ძილი იქ გაეგრძელებინათ.


    ყველამ თავისი ადგილი დაიკავა, ავტობუსიც დაიქოქა და იმ გზას დაადგა,
საითაც ყველას გული მიუწევდა . . . დღე გრძელი აღმოჩნდა, ძალიან გრძელი .
. . ყველა გამოაფხიზლა ვიღაცის ფუსფუსმა, შეწყდა მთქნარებაც და მგზავრები
ფანჯრიდან გადაშლილ ხედს მიაშტერდნენ. ირგვლივ ლამაზი ბუნება ჩანდა . . .
სუსხი ჯერ კიდევ იგრძნობოდა, მალე მინდორს თეთრი კაბა ჩაეცვა და იქაურობა
თოვლით შეიმოსა . . . ავტობუსი ზევით მიიწევდა, სადღაც მწვერვალისკენ,
თოვლიც უფრო და უფრო მატულობდა . . .

    უკვე შუადღეს ყველა დანიშნულ ადგილას იყო. ახალგაზრდებს მოწყენილი
სახეები ჰქონდათ, Yყველას ერთი აზრი აწუხებდა: რა უნდა ეკეთებინათ ორი
კვირის მანძილზე თოვლით გადაპენტილ ბაკურიანში.

    Yმგზავრებმა თეთრ თოვლში ლამაზად ჩაფლული სასტუმრო შეათვალიერეს და
თავიანთ ოთახებს მიაშურეს. მოწესრიგდნენ . . . ერთ-ერთმა ცდუნებას ვერ
გაუძლო და სასწრაფოდ გარეთ, თოვლში გასვლა გადაწტვიტა. კიბეზე ჩარბოდა,
როცა ამომავალი გოგონა იცნო . . .

_ ნანუკა . . . კარგად შემომხედე! ვერ მიცანი?! თამუნა ვარ! . .

თამუნას გახარებული სახე ჰქონდა, ეტყობოდა ძალიან გაუხარდა დიდ სასტუმროში
ერთი ნაცნობის აღმოჩენა. აი ნანუკას კი ძალიან დაბნეული სახე ქონდა. ჩანდა
აზრზე ვერ მოსულიყო, თუ ვინ იყო თამუნა, რომელიც მის წინაშე ყურებამდე
იღიმებოდა და ასე უხაროდა მისი ნახვა. ხათრი ვერ გაუტეხა და თითქოს იცნო .
. .

_ ვაა . . . თამუნა, როგორ ხარ?

_ კარგად, კარგად!

გადაკოცნეს გოგოებმა ერთმანეთი და დროებით დაშორდნენ.

_ მემგონი ვიღაცაში ვეშლები, მაგრამ სახელი?! ასე ფიქრობდა და გრძელ
დერეფანს მიუყვებოდა პაწაწუნა ჭორფლებით სახემორთული ლამაზი გოგონა, ასეთ
გაურკვევლობაში მყოფმა შეაბიჯა ოთახში და სახეზე უკმაყოფილება დაეტყო,
როგორც ჩანს ვერ მოიხიბლა სასტუმროს კეთილმოწყობით.



***



მოსაღამოვდა . . . მოერე სართულის ფოიეში სასტუმროს ბინადარნი ტელევიზორს
მისჩერებოდნენ, ზოგი კი სასადილოში იყო და ჯერაც ვახშამს შეექცეოდა.

_ თამო როგორია მანდ? თოვლი არის? თოოვს? როგორი სიტუაციაა, კაი ხალხია?

ამ შეტყობინების წაკითხვაზე თამუნას გაეცინა და სასწრაფოდ პასუხიც მისწერა
დაქალს, რომელიც რამდენიმე საათში თვითონაც ჩავიდოდა ბაკურიანში, მაგრამ
ცნობისმოყვარეობა კლავდა და ვერ ისვენებდა!

_ კი, თაკო, თოვლი არის! შენ გეყოფა და მეტი რა გინდა? სასტუმროც არის რა, არაუშავს, მალე ჩამოდი.

_ ჰო ჩამოვალ, შენ დამელოდე, არ დაიძინო, თორემ თოვლში დაგმარხავ იცოდე!

    პირველ დღეს, როგორც ხდება ხოლმე, ერთმანეთს უღიმღამოდ თუ  
ჩაუვლიდნენ გვერდს, სხვა საინტერესო არაფერი ხდებოდა   ყველა თავისთვის
იყო.

    მალე სასტუმროს ეზოში მანქანა გაჩერდა, თაკო ჩამოვიდა, მას თამუნაც
მიეგება და სანამ დააბინავებდა, იმის თქმაც მოასწრო, რომ ძველი ნაცნობი,
ნანუკა ნახა და დროზე გამოდი, ჯოკერი ვითამაშოთო, -   მიაძახა ნომერში
შესულს.

    ეხლა უკვე სამეული იყო, თამუნამ თაკო ნანუკას გააცნო, და თან ისიც
აღნიშნა, რომ ძლივს გაახსენა, თუ საიდან იცნობდნენ ისინი დიდი ხნის წინ
ერთმანეთს!

_ ბარში ჩავიდეთ, იქ ჩემი ძმა და მისი მეგობარი ოთო იქნებიან, ბიჭებს გაგაცნობთ და მერე ჯოკერიც დავცხოთო, - იდეა შემოაგდო ნანამ.

    ასეც მოხდა, მაგრამ აღმოჩნდა რომ ბიჭები ფეხბურთის ყურებას აპირებდნენ
და ჯოკერისთვის არ ცხელოდათ, მაგრამ, ვაი, რომ ის ჯერ არ იცოდნენ,
სასტუმროში ზოგი არხი დაბლოკილი იყო და მათ შორის ისიც, რომელზეც თამაში
უნდა ყოფილიყო. ვერც გოგოებმა ითამაშეს ჯოკერი. ნანუკამ თქვა: გვიანია,
ჩემს დედიკოს მარტო ვერ დავტოვებო და ნომერში ავიდა.

    თაკომ და თამუნამ კი ეზოს მიაშურეს.

_ ლამაზი ღამეა, აქ სულ სხვა ჰაერია, რა სიმშვიდეა?! მართლა საჭირო დროს
ჩამოვედით, თაკო. ძალიან იყავი ეხლა შენ აფორიაქებული. . .   ცოტას
დაისვენებ, გადაერთობი, იმედია აქ მაინც ნორმალური ხალხი იქნება და
ნერვებს არავინ მოგვიშლის. აღარ გაიხსნებ იმ ვაჟბატონს, არ დაურეკავ და
არც ინერვიულებ! გაფრთხილებ და კატეგორიულად გიკრძალავ უაზრო ნერვიულობას!
. . . ასე რომ მოეშვი და შეირგე ეს სუფთა ჰაერი, მე ეჭვი მაქვს, რომ აქ
ჩვენ ძალიან კარგად დავისვენებთ და გავერთობით . . .   კარგი, წავედით
ახლა, თორემ გავიყინე. წინ მთელი კვირა გვაქვს, მოვასწრებთ აქაურობით
დატკბობას!



***


    მზემ თავისი სხივები ბაკურიანის ულამაზეს ხეობას მოაფრქვია და
ირგვლივ ყველაფერი გაბრწყინდა. ხალხი ირეოდა მოედანზე. ზოგი ცხენით
სეირნობდა, ზოგი თხილამურებზე ცდილობდა დადგომას, ბევრიც, უკვე
პროფესიონალი, მწვერვალიდან ეშვებოდა და ახლად ჩამოსულებს აღაფრთოვანებდა.
ბავშვები ციგებით სრიალებდნენ და ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, ისე
მხიარულობდნენ, დიდებსაც კი შეშურდებოდათ ხოლმე და მოურიდებლად, მათთან
ერთად შემოსკუპდებოდნენ პატარა ციგებზე!

    მზე მთებს ამოეფარა და ყინვამაც ცივად და მკაცრად ამოისუნთქა.
სასტუმრო ისევ ხალხით გაივსო. ვახშმის შემდეგ ყველამ ისევ ფოიეში,
ტელეფიზორთან მოიყარა თავი.

_ ოთო, მოდი რა, ჯოკერი მაინც ვითამაშოთ, თორემ ასე გაგრძელება არ
შეიძლება, მოდი, ძმაო, ხალხი ვიპოვოთ და ვითამაშოთ. ლევანი იქვე მდგარ
ბიჭს მიუბრუნდა . . .

_ დუელში გიწვევ! . .

_ ბატონო?

_ წამო, ზევით ავიდეთ, ერთიც წამოიყვანე ვინმე და ჯოკერი ვითამაშოთ.

_ აუ, შენ გაიხარე. ახლავე! Lლაშ! ლაშააა! წამო, ბიჭო, ვითამაშოთ!

მეოთხე სართულზე ჯოკერი გაჩაღდა, ოთოს ლუდი მოემარაგებინა და ბიჭებს
ჩამოურიგა, ლაშა მოუხერხებლად ეჯაჯგურებოდა, ვერაფრით ვერ გახსნა. ლევანმა
შეამჩნია და ჯიბიდან გასაღები ამოიღო, რომ მიშველებოდა. ამ დროს, ლაშა
მისი ხელის მოძრაობას აკვირდებოდა და თვალში იარაღი მოხვდა. ბოთლი კი
გაიხსნა, მაგრამ ლაშა შეშინებული იჯდა თამაშის დამთავრებამდე, სულ ლევანზე
და მის იარაღზე ფიქრობდა. თანაც ამას ხელს ის ფაქტი უწყობდა რომ, გიორგი
მისი მეწყვილე იყო და სულ ლაშას გაფუჭებას ცდილობდა, ფიქრობდა, ამას
განზრახ აკეთებს, რომ ლევანს ასიამოვოს, ალბათ მასაც ეშინია მისიო. მალე
გოგოებიც მოვიდნენ . . .

_ მე, ნანუკა მქვია, ცნობისათვის, ეს თაკოა, ეს თამუნა. ლევან, მოდი ეს ხალხი გაგვაცანი.

_ მე და ოთოს ხომ გვიცნობთ, ეს კი გიორგია, ეს ლაშა!

_ სასიამოვნოა! ჩვენც გვინდა რა თამაში!

_ აგერ, ჩემო კარგო, კარტი, იპოვეთ მეოთხე ვინმე და ითამაშეთ.

იქვე მდგომ გოგოს შეხედეს, ხელში პატარა საყვარელი ბავშვი ეჭირა. ეს Lლანა იყო

_ წამოდი ჩვენთან, ჩემს ნომერში ვითამაშოთ, არ გინდა? შესთავაზა ნანუკამ.

_ კი, წამოვალ, მოიცადეთ ბავშვს მივუყვან დედამისს!

გოგოებს მალე მობეზრდათ თამაში, თუმცა უფრო სწორად რომ ვთქვათ, ჭორაობა არჩიეს. სხვაგვარად როგორ იქნებოდა?! . .

მალე ისევ ბიჭებთან ავიდნენ, იქ კი ყველა თავის თავგადასავალს ყვებოდა,
პირველი დღის შთაბეჭდილებებს. აი გიორგი, მისი ძმა დათო და მათი მეგობარი
ლაშა კი მაგარ კურიოზულ მდგომარეობაში აღმოჩენილან:

    კოხტაგორაზე ასულან. იქ საქართველოს   დროშა დაუხატავთ თოვლზე. გიორგი
კარნახობდა ბიჭებს მობილურით, საით წასულიყვნენ, რომ ლამაზი ფორმა მიეცათ
მისთვის და ისე გაერთნენ, რომ ვერ შეამჩნიეს, როგორ მოსაღამოვდა და
საბაგიროც გაჩერდა. თავის მოფხანა გვიანი იყო! . . რას არ ეცადნენ, რა არ
მოიმოქმედეს, მაგრამ ვერავის გააგებინეს ქვევით, რომ კენწეროზე იყვნენ
შემორჩენილები. მხოლოდ ერთი გზა იყო, რომელსაც ვერ აცდებოდნენ. ქურთუკები
გაშალეს, თოვლზე დააფინეს, კარგად მოკალათდნენ და ასე სრიალ-სრიალით
გადალახეს ყველა დაბრკოლება მწვერვალიდან მთის ძირამდე . . . მეორე დღეს
ეს ამბავი მთელმა სასტუმრომ გაიგო.

    ყველამ რაღაცაში იპოვა თავისი თავი, მაგრამ Gგიორგი ცოტა არ იყოს დაიჩაგრა.

_ მოდი, ნანუკა, ვიგუნდაოთ, რაა!

_ რა დროს გუნდაობაა, ბიჭო, დადექი თხილამურებზე, ისრიალე!

_ ეხ, თხილამურები ჩემი საქმე არაა, მაგაში არაფერი გამეგება, ციგა კი არ
მომაქირავეს, ასე მითხრეს: ძალიან დიდი ხარო, აბა სხვა რა ვაკეთო, არც
ვიგუნდავო?

_ მიდი, მიდი, ისწავლე თხილამურებზე, იცი რა მაგარია?!

ბევრი წუწუნის შემდეგ, როგორც იქნა, ნანუკამ გიორგი თხილამურზე დააყენა და არ გაგიკვირდებათ, თუ ვიტყვი, რომ მასაც მოეწონა!

საღამოს უკვე ერთმანეთისთვის ნაცნობი სახეები შეიკრიბნენ. ბევრს
იცინოდნენ, განსაკუთრებით დათოზე, ჯოკერში საშინლად არ უმართლებდა, ტუზს
კარგავდა და სულ აგებდა.

    ახალგაზრდების ჯგუფს ნელ-ნელა ხალხი შემოემატა, ახლა უკვე თათული,
ირაკლი, ლიკა, ნინოც მათ შორის იყვნენ. ერთობოდნენ ახალ მეგობრებთან. რა
თამაში არ მოიგონეს, რა   არ გაიხსენეს. მსახიობური ნიჭიც ბევრმა
გამოავლინა, მერე ერთმანეთს დასცინოდნენ და ზედმეტ სახელებს არქმევდნენ.
იქვე სასტუმროს ბარშიც ხშირად ჩადიოდნენ.

_ კარგია არა აქ ყოფნა?!

_ ჰო კარგია, რამდენი ვიბრძოლეთ, ეს ბარი რომ გაეხსნათ?

_ აბა, შენ ეგ თქვი. ლევან, ეს ის ბიჭი არ არის, წუხელ რომ ჯოკერს თამაშობდა თქვენთან ერთად, ლაშა ჰო?

_ ჰო!

_ მერე მარტო რატომ დაჯდა?!

_ ლაშა, მოდი ჩვენთან, მარტო რატომ ჯდები?!

_ ბატონო? ა? არა, არა, იყოს, არა უშავს, ბიჭები არ ჩამოვიდნენ, მე კი ლუდის დალევა მინდოდა და აქ ვარ!

_ ხოდა აქ ჩამოჯექი, შემოგვიერთდი! - ომახიანად მიმართა ლევანმა.

_ კარგით, მადლობთ, შეშინებული თუ დაბნეული მიუჯდა მაგიდას!

ცოტახანში ლაშა დანარჩენებთან ერთად ჩაერთო საუბარში და ცოტა გაშინაურდა!
ალბათ დარწმუნდა, რომ ლევანისგან მას საფრთხე არ ემუქრებოდა!



***


    დილა, შუადღე და ისევ საღამო, რატომღაც ფოიეში სიწყნარეა, ყველა
ერთმანეთს საყვედურობს: მოიფიქრეთ ახლა რამე რაა, ასე უაზროდ ხომ არ
ვიჯდებითო!

ბოლოს რომელიღაცამ `გაფუჭებული ტელეფონი~ ვითამაშოთო, თქვა. ზოგს არც კი
ახსოვდა ეს თამაში, მაგრამ საბოლოოდ კარგად მოკალათდნენ ერთმანეთის
გვერდი-გვერდ და დაიწყეს . . . ლანა, თათული, თაკო, გიორგი, ირაკლი, თამო,
ნანუკა, ნინო, ლიკა, ეკა, Lლევანი, დათო და ბოლოს, მათ ოთოც შემოუერთდა,
როგორც ყოველთვის, ლუდის ბოთლებით ხელში, ახალგაზრდობის უბადლო
მომმარაგებელი იყვნენ ის და ლევანი. მათი სიცილი ალბათ მთელ სასტუმროს
ესმოდა, მაგრამ პრეტენზია არავის გამოუთქვამს, ალბათ კეთილი შურით შურდათ
კიდევაც ამ მხიარული ახალგაზრდების! ცოტახანში ზოგი დაიღალა, ზოგსაც ძილი
მოერია და დასაძინებლად წავიდა. ირაკლი აივანზე გავიდა.

_ აუ, ხალხო, იცით, იქ გვერდით ოთახში კაი რაღაცეები ვნახე, ხილი და რამე, მოდი გადავძვრები და მოვიპარავ . . .

_ ნელა, ბიჭო, არ გადავარდე, ფრთხილად . . . აუ, იმ სიმაღლეა ეს ოხერი,
ერთი ნაბიჯი   და იქ იქნება. ხედავ რამეს? ფუფსუსებენ გოგოები.

_ აუ, ვიღაცა შემოდის, მე მგონი დამინახეს!

სიცილი ატყდა

_ კაი, კაი, გამოდი, არავინ შეაშინო, პატრული და ეგეთები არ გვინდა ახლა!

ყოველ საღამოს რაღაც ახალი ხდებოდა.

ერთხელ დღისით თაკომ რომ იგმირა, ის არავის დაავიწყდება ალბათ!

მშვენიერ ხასიათზე იყო მხიარული თაკო, ეგონა, რომ უკვე მყარად იდგა თხილამურზე, განსაკუთრებით თამუნას და მის დას აჯავრებდა:

_ მომბაძეთ, ერთხელ არ წავქცეულვარ, არადა პირველად დავდექი წელს, ეს კი
უბადლოდ ჩემი სპორტული ჟინის და გამოცდილების დამსახურებაა . . .

ასე მხიარულობდა ის არ დაცემაზე, მაგრამ ერთი ორჯერ მაინც ამოყირავდა. მან
და თითქმის ყველა დამსვენებელმა ბევრი იგორავა თოვლში, პირველად რომ
თხილამურებზე დადგნენ, მაგრამ ახლა ლოყებაღაჟღაჟებული   კმაყოფილი ღიმილით
სრიალებდა. ამ დროს უცებ ერთი ბაკურიანელი ასაკოვანი კაცი იცინის და თან
გაკვირვებული ხმით ეკითხება:

_ ფეხები არ გტკივა?

_ არა, არ მტკივა! _   ისმის გაოცებული პასუხი.

_ კი, მაგრამ, გოგონა, უკუღმა გაცვია, შვილო! ფეხი რით არ მოიტეხე, მიკვირს!

გარშემო სიცილი ვერავინ შეიკავა, თაკომაც გაკვირვებულმა მიმოიხედა და
ისტერიული სიცილი აუტყდა, თვალებიდან ცრემლებიც კი სცვიოდა. ხანში
შესულმა, იქვე მდგარ თაკოს მწვრთნელს უხმო, მოაძრე და წესიერად ჩააცვიო .
. .

_ გოგო, თხილამურზე დგომა და სრიალი გასწავლე, ისე რომ არ წაქცეულხარ და ეს რა დაგემართა?!

_არ ვიცი, სერგი . . .

სიცილს ვერ იკავებდა, იქვე ჩამოჯდა, ბიჭმა მარჯვად გახადა და სწორად
მოარგო ორივე თხილმური, თან თავს აქნევდა გაკვირვებული და იცინოდა . . .

ეს ამბავიც მთელმა ბაკურიანმა გაიგო, შეხედავდნენ თაკოს და ეცინებოდათ.
არა ერთი იყო ასეთი კურიოზი, ხან ერთმანეთს ეჯახებოდნენ და უხერხულად
გაიშხლართებოდნენ გაყინულ თოვლზე, ხანაც ციცაბო დაღმართიდან დაშვებისას
ვერ ანელებდნენ სვლას და რომელიღაცა ბოძს შემოეხვეოდნენ, მერე ისევ
კეთილად დასცინოდნენ   ერთმანეთს!



***


    ნინოობა დღეს, საღამოს, მეზობელ სასტუმროში მაგიდის ჩოგბურთში
შეჯიბრი გაიმართა. რა თქმა უნდა არც ეს მხიარული სასტუმრო ჩამორჩა ამ
ღონისძიებას. სანამ მონაწილეები თამაშობდნენ, გულშემატკივრები სხვა
რამითაც ერთობოდნენ.

_ გიორგი, შენი ნომერი, მითხარი ჩავიწერ.

_ ჰო, მოდი ბარემ ჩემი ძმისაც ჩაიწერე!

_ რად მინდა დათოს ნომერი?

_ მიდი რა! ზარი გაუშვი ხოლმე და გააწვალე. ოღონდ მთლად არ გამიგიჟო, კარგი?!

_ ოხ, შენ რა ბუნტის თავი ხარ, კარგი მითხარი, აბა რა ნომერია?!

როგორც იქნა შეჯიბრი დამთავრდა, ირაკლიმ გაიმარჯვა, ყველას უხაროდა, ჩემპიონთან სამახსოვრო სურათებიც კი გადაიღეს.

უკვე ღამე იყო. სიმღერ-სიმღერით დაბრუნდნენ სასტუმროში. იქ უკვე
ვახშმობდნენ. საქართველოს ჰიმნის სიმღერით შევიდნენ სასადილოში და თან
ყველას გააგებინეს შეჯიბრის შედეგი.

    სასადილოში შემოსულ ახალგაზრდებს მოუსვენრობა ეტყობოდათ,
განსაკუთრებით - თაკოს და თამუნას. ყველას ერთად ნინოობის აღსანიშნავად
იქვე რესტორანში წასვლა გადაეწყვიტათ და ეშინოდათ, რომ მშობლები არ
გაუშვებდნენ. მალე გამოვიდნენ ფოიეში, წუწუნებდნენ გოგოები, რა ვქნათ, რომ
არ გაგვიშვან, ყველა წავა და ჩვენ რა დავაშავეთო? მაგრამ ამ დროს იქვე
ნანუკა გაჩნდა და იკითხა:

_ რა იყო, გოგოებო, ხდება რამე?

_ რავი აბა, ჩვენ შეიძლება არ გამოგვიშვან!

_ რატოო? კარგი რაა, მე ვეტყვი, აგერ ჩემი ძმაც მოდის, ბიჭები იქნებიან და საშიში არაფერია. დაიცა, დაველაპარაკოთ და გამოგიშვებენ.

ნანუკამ იმდენი ილაპარაკა, რომ თამუნას და თაკოს თორმეტ საათამდე მისცეს
დრო და გაუშვეს. მაგრამ თურმე თათულის და ლიკასაც იგივე პრობლემა ჰქონიათ,
მათთან კი ვერაფერმა გაჭრა.

    რვა საათისთვის ყველა გამოიპრანჭა. მარტო თათული და ლიკა იდგნენ
მოწყენილი სახეებით ფოიეში და ემშვიდობებოდნენ საქეიფოდ მიმავალ მხიარულ
მეგობრებს.

_ თაკო, იცი, მე და თათული ამ საღამოს დათოს რომ ნერვებს ვუშლიდით?

_ რატომ? როგორ?

_ გიორგიმ მისცა, გოგო, ნომერი, ამათაც მეტი რა უნდოდათ და ხან ზარს
უშვებდნენ, ხანაც `მესიჯებს~ წერდნენ და არ მოასვენეს, მე კი შორიდან
ვაკვირდებოდი მის სახეს, გაოცებული რომ დახედავდა ხოლმე მობილურს და გულში
ვიცინოდი.

_ გიორგიმ ნომერი მოგცათ, დათო კი ვერ მიხვდა, თქვენ რომ იყავით?

_ ვერა, გოგო, გვერდით ეჯდა თამუნა და ისე ურეკავდა, ის უპასუხებდა თუ
არა, გაუთიშავდა. არა მაინც რა დინჯი და უცნაური ვიღაცაა ეს დათო!.
რეაქცია არ ჰქონდა ხოლმე, რა მშვიდად იყო?! მერე მობილური ჩვენ მოგვცა _
მიდით ერთი რამე პასუხი მისწერეთო.

_ კაი, ნანუკა, შენ პირველი არ ხარ, ვინც ეგ შეამჩნია, არ გახსოვს ჯოკერის
თამაშის დროს როგორ ჩუმად იჯდა, ხოლმე მხოლოდ პატარა უკმაყოფილებას თუ
შეამჩნევდი, შენ კი გამწარება გინდოდა ყველა ტუზს `უფუჭებდი~.

_ ხო გოგო! გავსულელდი!

ასე სიცილით და ჭორაობით მიუახლოვდნენ გოგოები დანარჩენებს.

როგორც იქნა, მანქანებში მოთავსდნენ.

ნეტა, გემრიელი საჭმელი ამ რესტორანში მაინც თუ იქნება? უმეტესობას ეს
აზრი უტრიალებდა თავში. მაგიდაც დაიკავეს და ქეიფიც დაიწყო. ლევანი
თამადობდა. გიორგი მოადგილეობას ცდილობდა, მაგრამ იმდენს ლაპარაკობდა, თან
სულ ერთიდაიგივეს ღიღინებდა: `თან წაიღე, თან წაიღე, ჩემი გული თან წაიღე~
. . .   მერე ყველას სენივით გადაედო ეს მელოდია. გოგოები დათოს
ეხვეწებოდნენ, როგორმე შენი ძმა გააჩუმეო. თან უკვირდათ, ძმები ასეთი
განსხვავებულები როგორ უნდა ყოფილიყვენენ, ერთი სულ Uჩუმად იყო, მეორე კი
სულ ქაქანებდა.     სუფრას ნანუკას მეგობრები ნინო და ეკაც შეუერთდნენ, იმ
დღეს ჩამოსულიყვნენ.

    Nნინოებს ლამაზი დღე მიულოცეს, მათაც ლამაზად შეიფერეს. თამადა
სადღეგრძელოებს არ აყოვნებდა, გიორგი კი ისევ ქაქანებდა. უცებ თაკოს
თვალები ჭინკებით აევსო.

_ თამო, მოიცა, ნახე ეხლა რა გავაკეთო, მომე ნომერი!

_ ვისი ნომერი, რა მოგელანდა?

_ აგერ გვერდზე რომ `გოჭი~ მიზის და ტვინი წაიღო ლაქლაქით.

_ აგერ არის, ჩაიწერე, მაგრამ რად გინდა?

_ თაკომ რაღაცის წერა დაიწყო, მალე გიორგის მობილურიც აწკარუნდა, ის
შეტყობინებას კითხულობს, მერე ისევ თამადას უსმენს. თაკო კი აგრძელებს.
კიდევ ერთი, მეორე და ეხლა უკვე ლოყებპუტკუნა ბიჭი გაბრაზდა და მობილური
მაგიდაზე ფიცხად მოისროლა, შეგინებას აპირებდა, როცა უცებ თაკომ
შეაწყვეტინა:

_ ეგ არ გაბედო!

_ ბატონო?

_ არ შეაგინო!

_ კარგი . . .

გიორგი ისევ ჭიქას მიუბრუნდა, და უცებ გონება გაუნათდა . . .

_ კი მაგრამ შენ საიდან? ეს შენ? . .

თაკო და თამუნას სიცილი აუტყდათ. გიორგი დაბნეული ჩანდა, მაგრამ მერე
თვითონაც ბანი მისცა გოგოებს. სუფრის წევრები კი აზრზე ვერ მოსულიყვნენ,
თუ რა იყო ამ ისტერიული სიცილის მიზეზი.

გაგრძელდა ქეიფი, მუსიკამაც არ დაიგვიანა. ცოტაოდენმა სასმელმა და
მხიარულების წყურვილმა ყველა ფეხზე წამოყარა. ბოლოს ქართული ცეკვებიც
შეასრულეს გიორგიმ და თამუნამ, ჩანდა, რომ ძალიან კარგად ეწყობოდნენ
ერთმანეთს. სუფრის დამთავრებას პირი არ უჩანდა, თაკო, თამუნა და ლანა
აფუსფუსდნენ, ჩვენი წასვლის დროაო, თამადა კიდევ დროს ითხოვდა, მაგრამ
გოგოებმა უფროსებისთვის მიცემული სიტყვის გატეხა არ მოინდომეს და, როგორც,
იქნა რესტორნიდან გამოაღწიეს, მათ დათო, გიორგი და ლაშა გამოყვნენ.
დანარჩენები კი ისევ ქეიფს აგრძელებდნენ.

_ მოდი, ფეხით წავიდეთ, მართალია, ყინავს, მაგრამ ჩვენ ხომ არ გვცივა?! იძახდნენ ცეკვისგან გახურებულნი.

სიბნელეში ალაგ-ალაგ ანთებული შუქის სხივები გაყინულ თოვლს ბრწყინვალებას
მატებდა, მხიარულად მიდიოდნენ სასტუმროსკენ, თამუნა ისევ ურეკავდა დათოს
მობილურზე და უთიშავდა, ის კი გვერდით მიჰყვებოდა და ვერ ხვდებოდა ან არ
იმჩნევდა? . . უხეიროდ იძახდა: ვიღაცამ შემაწუხა, რა უნდა, ვერ გამიგიაო.

გიორგიმ თამუნას სიცილით გადახედა და ძმას მიმართა:

-     მერე მიდი, შენც შეაგინე და მოგეშვება!

-     არა, შეგინება არ შეიძლება!

როგორც ჩანს, ის ხვდებოდა, რომ ახლობელი უშვებდა შემაწუხებელ ზარებს.

ასე მიუახლოვდნენ სასტუმროს ჭიშკარს, ყველა თავისთვის მიდიოდა, როცა რაღაც
ტყლაპანის ხმა გაისმა. უკან მიიხედეს. თამუნას ფეხი დაუცურდა და სასაცილოდ
გაიშხლართა ყინულზე, სანამ ხმას ამოიღებდა, ჯერ დაბნეული უყურებდა: დათო,
ცოცხალია, თუ არაო – ფიქრობდა: თუ რამე დაიშავა, არა უშავს, რისი ექიმი
ვარ, რამეს ვუშველიო. ამასობაში ყინულზე დაბერტყებული გოგოც გაინძრა, ვაი
დედას გაიძახდა და თან სიცილს ვერ იკავებდა

_ გთხოვთ!

მოწიწებით მიმართა დათომ და ხელი მიაშველა. ლაშა გაშეშებული იდგა, გიორგი
კი სიცილით ხელს იშვერდა თამუნასკენ, ლანა და თაკო ნელა მიიწევდნენ
მეგობრისკენ. მათმა სიცილმა არემარე გააყრუა. წამობობღდა თამო, ფეხები
ერთმანეთში ებლანდებოდა და თან ძალიან უსრიალებდა, ბიჭებმა, როგორც იქნა,
მყარად დააყენეს გოგო ფეხზე და სასტუმროშიც შევიდნენ.

გიორგიმ სიცილი ვერ შეწყვიტა, დათოს დასცინოდა, გეეჭვებოდა, არა, ცოცხალი იყო თუ არაო?!

მალე ირაკლი, ნანუკა, ნინო, ლევანი და ოთოც დაბრუნდნენ რესტორნიდან. ფოიეში ისევ ჟრიამულის ხმა გაისმა.

მეოთხეზე შეიკრიბნენ.

_ გოგო, რას შვები კიდევ ზარს უშვებ? ნუ შეჭამე ის ბიჭი.

_ კარგი რაა, არ მოვეშვები, დავიჯერო, ვერ ხვდებაა?

დათო კი მარტო იჯდა ტელევიზორთან და მისგან ჩქამიც არ ისმოდა.

_ უი, დაიცა, `მესიჯი~ მომწერა!

_ ქვევით ვარ, ტელევიზორთან!

_ დედდააააააააააააა, როგორც იქნა, მიხვდა!

_ დათო, იმედია, არ გეწყინება, შენი ძმის იდეა იყო.

უცებ გადააბრალა თამუნამ გიორგის. დათოს არც არაფერი წყენია, იყო თავისთვის მშვიდად.

როგორც ჩანს, სასმელმა ყველა მოთენთა და ზოგი დასაძინებლად წავიდა, ზოგიც კარტს თამშობდა.L

_ ლაშ! წავედი, დათოსაც ძინავს, ოთახი ღია იქნება, არ ჩავკეტავ.

_ კარგი, გიო.

ამის გაგონებაზე ნანუკას თვალები გაუბრწყინდა, თავში რაღაც იდეა მოუვიდა,
სასწრაფოდ თამუნას ჩასჩურჩულა. მანაც კმაყოფილი სახით თავი დაუქნია და
ცოტა ხანში, შეთქმულები მეოთხედან მესამე სართულზე ჩავიდნენ. ნელა
მიიპარნენ ბიჭების ოთახთან.

_ აუ, სიცილს ვერ ვიკავებ, ნან, დამელოდე . . .

_ მოდი, შემოდი, ჩუმად!

_ ვერაფერს ვხედავ, ვის სად ძინავს ნეტა?

_ ეს რა ხმა იყო? ხვრინავს?

სიცილნარევი ხმით იკითხა გაოცებულმა თამუნამ.

_ მიდი, გოგო, მიდი, დაასხი ქაფი დროზე!

_ დაიცა, თავს ვერ ვხედავ.

_ აიტ!

უცებ გიორგიმ შეყვირა!

შეშინებულები გარეთ გამოვარდნენ და კარებიც გამოიჯახუნეს. დერეფანი სასწრაფოდ გაირბინეს და ისევ მეოთხეზე ავიდნენ.

_ რა გჭირთ, გოგო, ხომ მშვიდობაა?

იკითხეს ბიჭებმა.

_ კი, კი ყველაფერი რიგზეა!   - აგრძელებდნენ სიცილს.

_ დაიცა, თამო, ცოტა ხანი, იქნებ ჩაეძინოთ და ისევ შევიდეთ მერე.

_ კარგი, ჰო დაველოდოთ!

ამ დროს კიბეებიდან გიორგის ნამძინარევი სახე გამოჩნდა.

_ რა იყო, რატომ არ მაძინებთ? კინაღამ გული გამისკდა, ქურდები მეგონეთ,
წამოხტომას და ცემას გიპირებდით, მაგრამ მერე ნანუკა ვიცანი და
გადამირჩით.

_ აუ, გიორგი, თუ არ გინდა შენც გაგქაფოთ, ჩუმად იყავი, მე და თამო ისევ ჩავალთ და დათოს გავქაფავთ, ხომ ძინავს?

_ აუ, მაგას ურო რომ ჩაარტყა თავში, მაინც ვერაფერს გაიგებს, თავი დაანებეთ. მაინც ვერაფერს მიხვდება.

_ ოო, შენ რა გინდა? ჩვენ მაინც გავქაფავთ, ოღონდ თქვენ   არ უნდა ჩაგვიშვათ.

_ კარგი, ჰო, თავი დამანებეთ.

დაიბუზღუნდა გიორგიმ ნამძინარევი ხმით. როგორც იქნა იმ ღამეს თამუნამ და
ნანუკამ საწადელი აიხდინეს და დათოს იმდენი ქაფი დაასხეს სახეზე თოვლის
ბაბუა გეგონებოდათ.

მეორე დილით გოგოები მესამე სართულის ფოიეში ჭორაობდნენ, როცა გიორგი მთქნარებით გამოვიდა და მათ მიესალმა.

_ შენ, აქ რა გინდა გიორგი? ვისი ოთახიდან გამოხვედი? აღიარე ახლა!

ცნობისმოყვარე სახით ჰკითხა თათულიმ.

_ რაა?

მიმოიხედა გიორგიმ ეჭვშეტანილად და თავი მოიფხანა . . .

_ ჩემი ოთახიდან?!

_ რა შენი ოთახიდან, შენ ქვემოთ არ ცხოვრობ?

_ ეს მესამე სართული არ არის?

_ რა მესამე, მეოთხეა!

გოგოებს სიცილი წასკდათ.

_ დაიცა, კაცო, ტელევიზორი ქვემოთ არის, ზევით კიდევ ერთი სართულია, ე.ი. ეს მესამეა.

_ მეოთხეა!

_ კარგით რაა!

_ უყურეთ ერთი, სადღაც იყო შემძვრალი და გვადებილებს ახლა ჩვენ.

_ კარგით, გეყოთ, ახლა! მაგას ჯობია ის გითხრათ, ამ დილით დათოს რა რეაქცია ჰქონდა წუხანდელზე.

_ ჰო მართლა, რაო, რა თქვა?

_ ქაფი რომ დაინახა იატაკზე, თოვლი ვინ შემოიტანაო?! . . მე და ლაშამ
დავცინეთ. რა თოვლი, რის თოვლი, ბიჭო, წუხელ გოგოები შემოიპარნენ და
ოთახიდან ძლივს გავყარეთო! _ ვუთხარით. რას ჰქვია გაყარეთ, გოგოების გაყრა
იქნებოდაა? სიცილნარევად ჩხუბი დაგვიწყო. ჩვენები იყვნენ მეთქი და
გაუკვირდა _ რა უნდოდათო? გაგქაფეს, ხოდა ესეც ის ქაფია! ჩაეცინა და სულ
ეს იყო.

_ ნანუკა, ხედავ, გოგო, რა ჩუმჩუმელა ყოფილაა? გოგოები როგორ გაყარეთო?! ისე ხმას არ იღებს ხოლმე და . . . წაიჩურჩულეს გოგოებმა.

ეს დღეც ჩვეულებრივ თხილამურებზე სრიალში გაატარეს. თაკომ დათოს არყოფნა შენიშნა, დაინტერესდა მიზეზით და მისწერა:

_ ბატონო, დათო ექიმო, როგორ ბრძანდებით?

_ კარგად, გმადლობთ, მაგრამ თქვენს სახელსაც თუ მეტყვით, ქალბატონო, კარგი იქნება, თან ნომერს სახელსაც დავაწერ და მერე . . .

_ რა მერე? თან წაიღე . . .  

_ ეშმაკმაც დალახვროს ეგ სიტყვები, მივხვდი!

_ ვინ ვარ?

_ შარაპოვა ხარ . . .

_ არა შეცდი, მაწყენინე!   შტეფი გრაფი ვარ!

_ ჰო შემეშალა, მაპატიე. ისე მაგას უფრო ჰგავხარ . . .

_ რაა? ღმერთმა დამიფაროს, მაგას გარეგნულად ვგავდე, აი, პროფესიით შესანიშნავი იქნება . . . რატომ არ ხარ ჩვენსკენ?

_ მალე შემოგიერთდებით მხიარულებაში . . .

_ ერთი განახა შენი ძმა როგორ იქცევა, გუშინ ხომ ტვინი წაიღო იმ სიმღერით და ახლაც არ ჩერდება: თან წაიღე, თან წაიღე . . .

იმ საღამოს სასტუმროში კიდევ ერთი კურიოზი მოხდა, რატომღაც ირაკლი
აქეთ-იქით დადიოდა, ვერ ისვენებდა, მერე ხტუნაობა დაიწყო, ცდილობდა თავით
ჭერს შეხებოდა. ხოდა ზედმეტიც მოუვიდა! ისე მიარტყა რომ შუბლი გაიკაწრა და
სისხლი წამოუვიდა, ამის დანახვაზე გოგოები დაფაცურდნენ, პირველი ლიკა
წამოხტა, ოთომ გასაღები მისცა, ოთახში იქნებ არაყი იყოს და მოძებნეო!
მანაც არ დააყოვნა, თან თამუნა წაიყოლა, ბევრი ეძებეს გოგოებმა არყის
ბოთლი, მაგრამ ვერაფერი იპოვეს. ეს ამბავი მაინც მშვიდობიანად დამთავრდა.
დათომ ხელები აიკაპიწა, ჭრილობა დაუმუშავა და თავიც შეუხვია ირაკლის.



***



წასვლამდე სულ ორი დღეღა რჩებოდა, მეგობრებმა გადაწყვიტეს ეს დღეც ერთად
გაეტარებინათ და კოხტაგორაზე ავიდნენ. მათთან თაკო და თამო არ იყვნენ
მხოლოდ, ოჯახთან ერთად მოუწიათ წასვლა. კიდევ ერთი ციცაბო დაღმართი
დალაშქრეს, მართლაც ძალიან დიდი საიამოვნებაა თხილამურებით სრიალი და
მათაც მაქსიმალურად გამოიყენეს ეს შესაძლებლობა!

კოხტაზე კი დანარჩენებმა უამრავი სურათი გადაიღეს, ნანუკამ ვარდისფერ
ქურთუკში ფერიასავით გამოწყობილი თათული წააქცია და თოვლი აჭამა, სასაცილო
სანახაობა იყო, თან ჭიდაობდნენ თან გუნდაობდნენ, ერთი სიტყვით დაუვიწყარი
დრო გაატარეს მთის მწვერვალზე. დათომ ძალიან ბევრი იბოდიალა და გამხმარი
ყვავილებისგან ლამაზი თაიგულები გააკეთა, გოგოებს აჩუქა. საბაგიროში
განაწილდნენ. ნანუკას თაიგული ვიღაც გოგოს მოეწონა და ჰკითხა, თუ საიდან
მოიტანა. ნანუკამაც თავისი გამჭრიახი გონებით სხარტად უპასუხა.

_ აი იქ, ერთი ორი სკამით უკან ბიჭი ზის, დათო ჰქვია, უთხარი და შენც გაგიკეთებს, არ დაგზარდებაო!

გოგონას გაუხარდა და ყველას ეკითხებოდა, დათო შენ ხომ არ ხარო! ამაზე კი ნანუკა სიცილით კვდებოდა.

    მხიარული დღის ბოლოს სასტუმროში Yყველა ძალიან დაღლილი დაბრუნდა, აღარაფრის თავი ჰქონდათ.

საღამოს გამოსამშვიდობებელი ბანკეტი იმართებოდა იმავე რესტორანში. ამჯერად
ყველა არ წავიდა საქეიფოდ, მხოლოდ ნანუკა, ლევანი, ოთო, ნინო, თაკო და
თამუნა იყვენენ, მართალია, უფროსებთან ერთად, მაგრამ მაინც კარგად
მოილხინეს. თან გულიც წყდებოდათ, რომ დანარჩენები არ იყვენენ მათ გვერდით
და მობილურით ეკონტაქტებოდნენ ხოლმე!

    იმ ღამით თითოეულს ერთი რამ აწუხებდა: მეორე დღეს ყველა თავის სახლში
დაბრუნდებოდა, თავის საქმეს დაუბრუნდებოდა და ეს ლამაზი დასვენებაც
დამთავრდებოდა . . .

    მაგრამ ყველას თავისი მოგონებები რჩებოდა, ყოველდღიური სრიალი თოვლზე,
სასტუმროს ბარში გატარებული საღამოები, ცეკვა-სიმღერა, თამაში, გართობა და
უამრავი ლამაზი წუთი, გატარებული ახლადშეძენილ მეგობრებთან. ეს იყო, რაც
მათ რჩებოდათ და თან გაჰყვებოდათ დასვენების თოვლიანი ბილიკებიდან
სიცოცხლის ბოლომდე.

    ბაკურიანის მშვენიერმა ათმა დღემ მალე განვლო, ეს იმათთვის ვისაც განუმეორებლად ეჩვენებოდა ყოველივე . . .

დადგა მათი

                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ისტორიები | ნანახია: 1306 | დაამატა: PaWuKa | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]