მთავარი » 2011 » სექტემბერი » 23 » თოვდა
2:45 PM
თოვდა


დამიწერია ყასიდა,
ლექსად მიქია ოდა,
მთვარეს უცქერდი ფანჯრიდან,
მე კი ოთახში მქონდა.

ხან კი მგონია ფორტიორი ვარ,
ინკუნაბულის დღიდან,
ჩემივე სულის "მონტიორი” ვარ
და სხივის ქურდი მზიდან.

მივესალმები არაფრის აჩრდილს,
გამოვუგონებ ხელებს
და არაფრისგან ყველაფრით დაჭრილს,
მხოლოდ შენზე ფიქრს შევძლებ.

მე კი ისე ვარ, როგორც ლაგაზი,
ამოგიჩემებ გწერო,
შენ ბუნებით ხარ ასე ლამაზი,
თვალპირისახემზეო…

კოქტეილივით ყველგან გაგრიე,
ცა რომ ვარსკვლავებს ქსოვდა,
ღამით მე და შენ ჩუმი ბელკანტი,
სხვა რაღა გვინდა ხო და…

დამიწერია ყასიდა,
შენად მიქია ოდა,
ვერლიბრულს ვერც კი გკადრებდი,
ისე რითმულად თოვდა…

ავტორი:მიშო დადიანი

                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 767 | დაამატა: mela12 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]