მთავარი » 2010 » აპრილი » 1 » თავი დამავიწყეს ძველმა სონეტებმა...
3:31 PM
თავი დამავიწყეს ძველმა სონეტებმა...
თავი დამავიწყეს ძველმა სონეტებმა, 
ძველი სატკივარი გამანდეს, 
ისე მომენატრა შენი მოფერება, 
როგორც არასდროს აქამდე. 
წარსულს უმღეროდა ძველი როიალი, 
თითქოს შენც მეძახდი შორიდან, 
პირჯვარს ისახავდა ღამე მთვარიანი, 
გარეთ ხეტიალი მომინდა. 
ფიქრთა ჩირაღდანზე წლები აელვარდნენ, 
გაქრა ყველაფერი უკვალოდ, 
ისე მომენატრე,ისე მომენატრე, 
ვერც კი წარმოიდგენ უბრალოდ!

                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 1232 | დაამატა: SPIRITI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]