მთავარი » 2010 » იანვარი » 15 » ტუჩის კუთხეებზე თავს იხრჩობს წყურვილი
8:48 PM
ტუჩის კუთხეებზე თავს იხრჩობს წყურვილი


ტუჩის კუთხეებზე თავს იხრჩობს წყურვილი...
ღამეს ავზნიანი ქალივით აზმორებს...
გარსონ! ჩამომისხით ეს ერთი სურვილიც
და მარტო დამტოვეთ...

გარსონ!
მე ფერებით მინდოდა მეცხოვრა...
ხურდას ნუ მიბრუნებთ-იყიდეთ ვარდები!
დამისხით ყველაზე შლეგური ოცნება!
ვთვრები და ვთავდები...

ვმთავრდები...
და სადღაც ფანტავენ ოქროზე
ლურჯი ანგელოზის შემოფარფატებას...
მაბოდებს მეცხრე ცის მეეტლის კოფოზე!
დღესაც რა საოცრად
სევდისფრად ღამდება...

                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 1667 | დაამატა: PaWuKa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]