მთავარი » 2010 » თებერვალი » 2 » ტუჩებს ვერვის დავუთმობ
9:59 PM
ტუჩებს ვერვის დავუთმობ


გეყო, შესდექ, გიწყენს ღმერთი!


წვიმავ, - ეს შენ გეხება.


რადგან ზოგი შენი წვეთი


სატრფოს ტუჩებს ეხება.


ეს ტუჩები მე მეკუთვნის,


ვერავის ვერ დავუთმობ.


თუ შესცივდა სატრფოს, ტუჩებს


ჩემს ტუჩებით გავუთბობ.


გეყო, ცელქო წვიმის წვეთო,


დაიმოკლე ფეხები.


თმები - გინდა დაუსველე,


ტუჩებს ნუ შეეხები!

                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 1247 | დაამატა: PaWuKa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]