მთავარი » 2010 » მარტი » 17 » ტირიფის ტოტები
8:26 PM
ტირიფის ტოტები
ერთხელ დამესიზმრა ზაფხულის ღამეს,
ბაღში ტირიფის ქვეშ ვისხედით ერთად,
ჩვენს ზემოთ ბერი ხე ბავშვივით ტიროდა,
და შეყვარებულებს გვლოცავდა დიდხანს.
დღესაც დამესიზმრა მოხუცი ტირიფის ხე,
მითხრა მარტოდ-მარტო რატომ დადიხარო?
პატარა გოგომ ხომ არ მიგატოვა,
აქ რომ ფიცი დადო ხომ არ გატეხაო,
ხმა არ გამიცია მოხუცი ხისთვის,
უჩემოდ ბერი ხე ყველაფერ მიხვდა,
ორივემ თვალები დავხარეთ ჩუმად,
ორივე ვტიროდით, ვტიროდით დიდხანს.


                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 2542 | დაამატა: PaWuKa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
0  
1 elene   (2011-07-27 11:10 PM) [Entry]
magaria magra momwons

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]