მთავარი » 2010 » მარტი » 25 » ტირანზე ამბობ...
12:21 PM
ტირანზე ამბობ...
ტირანზე ამბობ, კი ბატონო, ზიზღით დათვერი, 
აგინე თათხე არ გამოგრჩეს რამე ტირანზე, 
მონის ჩაგრულის მძვინვარებით თქვი ყველაფერი, 
სამარცხვინო ბოძს გააკარი თუნდაც ყირაზე. 
ტყუილზე ამბობ, ქვემძრომლობა რომელსაც კვებავს, 
მის სიმდაბლეზე, სიმუხთლეზე, ჩუმად მტრობაზე, 
თქვი, კი ბატონო, თქვი ტყუილზე რამდენიც გნებავს, 
თქვი ყველაფერი ტყუილზე და უმართლობაზე! 
რაო, ქალზე თქვი?! მოწამლული რომც იყო ქალით, 
გადაყიდული და გაცვლილიც რომ იყო სხვაზე, 
არ გამოიჭრა, არ გამომჭრა კისერი დანით, 
მოკვდი და სიტყვაც არ წამოგცდეს აუგად ქალზე

                               
მიმაგრება:
კატეგორია: ქალი | ნანახია: 1694 | დაამატა: SPIRITI | რეიტინგი: 3.0/1
სულ კომენტარები: 1
0  
1 beso   (2012-01-07 2:28 AM) [Entry]
magariaaaaaa

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]