მთავარი » 2011 » ივლისი » 18 » სურნელი მიყვარს ასულების...გიორგი ზანგური
6:31 PM
სურნელი მიყვარს ასულების...გიორგი ზანგური



სურნელი მიყვარს ასულების,

ნატვრას რომ სიზმარში გისრულებენ,

სიტყვები _ უშნოდ თავგასულები,

სიტყვებად დაშლილი სისულელე.


საათი დროიდან მიმალული,

სუფრა უსასრულო სასმისებით,

ჩემი დალუქული სინანული,

მარტის უყვავილო გასხვისებით.


მიყვარს გაფრენილი თავსაფარი _

ქარის თავსატეხი ისტორია,

ცხელი ამბორების ტანსაბანი _

ვნებაუსასრულო მისტერია.


მიყვარს სიცილისგან გადარევა,

დილა მზისსხივებამადიანი,

ღამის ღრიანცელში გატარება,

ღამე ღვინიანი, დარდიანი.


მიყვარს ხელის გაშლა დოლიანი,

ცეკვა დაუდევრად `მოხევურის~,

ჩემი ძმადნაფიცი ცოფიანი,

ბეჭებმთაგაშლილი, მოხეული.


მიყვარს ამინდები ავდრიანი,

ქუჩის ხეტიალში მობინდება,

კოცნა უეცარი, ადრიანი,

როცა თავბრუს ხვევა მომინდება.


ტანზე ფოთლები რომ დამდიან და

ქალის სახელებს რომ ბოდავენ,

მისთვის შევიქმენი დარდიანი,

მწიფე შემოდგომის მოდავე.


                               
მიმაგრება:
კატეგორია: ეროტიკული პოეზია | ნანახია: 3189 | დაამატა: 27_MoPaRuLi_KoCnA | რეიტინგი: 3.5/2
სულ კომენტარები: 1
0  
1 meko   (2011-09-19 9:54 AM) [Entry]
dzalian magari saitiaaaaaaaa

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]