მთავარი » 2010 » იანვარი » 15 » სხვისი ხარ
8:34 PM
სხვისი ხარ


სხვისი ხარ,მაგრამ გული მაინც შენსკენ მოიწევს,
აბობოქრებულ ვნებას შენსკენ მოუხარია.
გამომიწვია უნუგეშო ტანჯვის სურნელმა,
მხოლოდ ის ვიცი, რომ ეს მარტო ჩემი ბრალია.

ბოროტი სენი შემომერტყა გულზე აპკივით,
დაგრეხილ კლანჭებს უმოწყალოდ მირჭობს ღრიალით.
ავადმყოფ სულში განუტევა სიცოცხლის სხივმა,
ბებერი სევდა ნიავს გაჰყვა, ტირის ნიავიც.

ჩემი არა ხარ, მაგრამ ჩემი გახდი ტკივილი,
განუყრელ ფიქრებს არ გაშორებ მუდამ იცოდე.
შორიდან გეტრფი, მაგრამ ახლოს დაგიდე ბინა,
სიცოცხლე იყავ, თუნდაც იყო სხვისი სიცოცხლე.

                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 1686 | დაამატა: PaWuKa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]