მთავარი » 2010 » მარტი » 24 » სიყვარულის პოეტებო გამიწვდია თქვენთვის ხელი...
10:05 PM
სიყვარულის პოეტებო გამიწვდია თქვენთვის ხელი...
სიყვარულის პოეტებო გამიწვდია თქვენთვის ხელი
იქნებ რამით დამეხმაროთ, ნეკნს უკან მაქვს დიდი ძელი...
ვერა ვწერ მე სიყვარულზე, არ მინახავს, როგორია
არც კი ვიცი მინდორია, იქნებ ცივი გომბორია,
ჩამახედეთ მე მის თასში დამანახეთ მისი არსი
შემაყვარეთ თუნდ გვირილა, თუნდ რიონი თუნდ ყვირილა...
თუნდაც ერთი წამით მაინც მე შევიგრძნო საოცრება
ამიხდება მე სურვილი, ამიხდება მე ოცნება...
მერე მოვკვდე არრა მინდა ქვეყანაზე ასასრული
ეს იქნება ჩემი ტანჯვის ბედნიერი დასასრული....

                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 1070 | დაამატა: SPIRITI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]