მთავარი » 2010 » იანვარი » 19 » სიყვარულია
11:37 PM
სიყვარულია




სიყვარულია - როცა არც დასაწყისია და არც დასასრული...
სიყვარული - წყაროა: ფსკერს თვალს ვერასდროს მიაწვდენ, რადგან გამუდმებით ივსება
სიყვარული - დაუსაბამო ნათელივითაა.
სიყვარულია - როცა შეუძლებელია იმის თქმა, მეტად გიყვარს თუ ნაკლებად.
სიყვარულია - როცა შეუძლებელია გათვალო, პირველია ის, მეორე მესამე, თუ უკანასკნელი.
სიყვარული - გალიაში არც ცოცხლობს და არც მრავლდება
სიყვარული - პრივატიზების მცდელობებისთვის ხელშეუხებელია.
სიყვარული - ყველასია, მაგრამ არავის ეკუთვნის
სიყვარულს - ვერც გააკეთებ და ვერც შექმნი, მაგრამ ყველამ ვიცით.
სიყვარული - ისაა, რას საკუთარ თავში უნდა ეძებო და არა გარესამყაროში.
სიყვარული - არ ემატება ჩვენს ბუნებას, რადგან ის ჩვენს ბუნებაში იმთავითვეა!
სიყვარული - დაუმსახურებლად მიღებული ჯილდოა...
გიყვარდეს - ე. ი. სხვებისთვის უხილავ სასწაულს ხედავდე.
სიყვარული - ორის მარტოობაა უკიდეგანო სამყაროში.
"სიყვარული - მზის ბრწყინვალებაა, წვიმას კვალში რომ მიუყვება...
სიყვარული ყოველთვის ახალია, როგორც კაშკაშა მარადიული ნათელი...”
ერთი სუნთქვაა ორისთვის,
მდუმარებაა, შეხებაა, დაპირებაა.
ორის საიდუმლოა,
და თან - საიდუმლოების არარსებობა.
სიყვარული - მიტევების ხელოვნებაა.
პირველი გრძნობა, რომელიც ადამიანთან მოდის - დედის სიყვარულია, უკანაკსკნელი კი - რომელიც თან მიაქვს - ამქვეყნიური სამყაროს სიყვარული.
სიყვარული თან გდევს მთელი ცხოვრება: პირველი კოცნით,
პირველი სიხარულით,
პირველი განშორებითა და მწუხარებით დაწყებული,
ღრმა სიბერემდე .
"მე შენ მიყვარხარ” - წამები სჭირდება ამ სიტყვების წარმოთქმას, იმის ჩვენებას კი, როგორ გიყვარს - მთელი ცხოვრება.
"იყვირებ   და ყველა გაიგონებს, იჩურჩულებ და უახლოესი გაიგებს, მაგრამ მხოლოდ მე შევძლებ იმის გაგებას, რაზე დუმხარ” - ესეც სიყვარულია.
"თუ ის - პირველია, რაზეც ფიქრობ გაღვიძებისას; ერთადერთი ფიქრია - მღვიძარებისას და უკანასკნელია, რასაც აზრი ჩაძინებმადე უტრიალებს   -
სიყვარულია”.
"გიყვარდეს - ე. ი. სხვის ბედნიერებაში საკუთარ ბედნიერებას პოულობდე”.
სიყვარული - ხელს ჩაგკიდებს და შენს გულს იგრძნობს.
სიყვარული საკუთარ ენაზე მეტყველებს - მზერის ენით,
ჟესტის ენით,
მდუმარე აღიარებით.
სიყვარული ყველასა და ყველაფერში მჟღავნდება.
არაფრისგან იბადება, მაგრამ ძალადობით, სიყალბითა და სიცრუით კვდება.
სიყვარული - თავისუფლებაა. თავისუფლება იყო ის, რაც ხარ, იმ ადამიანთან, რომელმაც ისეთი მიგიღო, როგორიც ხარ.
სიყვარული - ყველა დასაწყისის დასაწყისია,
ყველაფრის მშობელია სამყაროში,
ყველაფრის დამცველია,
ყველაფრის შემქმნელია
და ყველაფრის გვიგვინია დედამიწაზე და მარადისობაში...…

                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ჩანახატები | ნანახია: 1310 | დაამატა: PaWuKa | რეიტინგი: 2.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]