მთავარი » 2011 » ივლისი » 19 » „სიყვარული ვენახში“
1:20 AM
„სიყვარული ვენახში“


ზანტი ზმორებით ვენახში,ღამე ვნებას ვერ ასვენებს,
თვალებგანაბული ჭის კარის ქუთუთოს გახრწნაც კი იწამა.
ხეს ტანზე შემოახია,ნუშით მოჩითული სამოსი
მერე თავთუხების გალოკა,-ცამდე აპრეხილი წამწამი.
თითქმის უმწიფარი ხეხილი სველი ტერფებით დათელა.
ცხელი ტუჩებით უკოცნა ატმებს,- ლალღველფი ყვრიმალი.
ღამემ ქარიც კი აცდუნა, ჩუმად შეიტყუა თალარში
ვაზის მელნისფერი მტევნები ,მიწაზე შეაყირამალა.
ჟინი მოერია,ლაჯებქვეშ მთვარე მოიქცია,-მთვლემარი.
კვირტად ამოყრილი კერტები-,სულ სათითაოდ აშიშვლა.
ცხელი სუნთქვით დასიცხა ბალახს ცრემლდაყრილი თვალები.
მკერდად ამობურცულ თივის ზვინს ტანს შემოახია შალითა.
სველი მაჯებით ასწორა მთების ძუძუსთავთან,- ნაოჭი
შიშით თმაგაწეწილ ბოლქვებსაც თავის სურვილი ახარა.
ზეცის მკერდგაღეღილ სხეულზე,ღამე ცივ თითებს აჭენებს
ვნებად ჩაიღვარა დაღლამდე ღამე,-მწიფობისთვის ხაროში.
ნატიფი ზურგი უკაწრა,მხრებში აწურულ ჩირაღდნებს
ვნებას არამყოლი ხეები,ღამემ სულ ელვით გაშოლტა
ბოლოს ქანცგაწყვეტილ მიეგდო და ბოლო კვნესას აჩაღებს
მინდვრად ამოსული ყაყაჩო,-ღამის ქალწულობის ნიშანი!

ანი მატისი 2011წ.

                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 2611 | დაამატა: 27_MoPaRuLi_KoCnA | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]