მთავარი » 2010 » მარტი » 17 » სიყვარული
5:03 PM
სიყვარული
 
სიყვარული რიგდებოდა 
წიგნის მაღაზიაში, 
ის დღე იყო გაზაფხული 
იღვიძებდა იაში... 
მზე კოცნიდა თეთრ ალუბლებს, 
ულამაზეს ლიანებს, 
სიყვარული რიგდებოდა 
და მე...დავაგვიანე... 
რიგში იდგნენ ჭაბუკები,უმეტესად ქალები 
შეჰყურებდნენ წიგნის თაროს 
მომღიმარი თვალებით... 
სევდა მწვავდა თვალთა უპეს 
სევდა გაურიყავი, 
სიყვარულის რიგში ღმერთო... 
აქაც ბოლო ვიყავი. 
და როდესაც დახლთან მიველ 
მომღიმარი თვალებით, 
სიყვარულით ლაჟვარდს ხელში 
შეუერთდნენ ქალები. 
წიგნის თაროს შერჩენოდა 
ერთადერთი კრებული, 
და გამყიდველს ის თავისთვის 
ჰქონდა გადადებული... 
სიყვარული რიგდებოდა 
წიგნის მაღაზიაში 
ის დღე იყო... გაზაფხული 
იღვიძებდა იაში, 
მზე კოცნიდა თეთრ ალუბლებს, 
ულამაზეს ლიანებს.. 
სიყვარული რიგდებოდა 
და მე...დავაგვიანე...

                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 547 | დაამატა: PaWuKa | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 1
0   Spam
1 მირზა ცეცხლაძე   (2013-05-21 0:28 AM)
ლექსის ავტორია ჟუჟუნა შაინიძე
www.facebook.com/Zhuzhuna.Shainidze

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]