სიკვდილმისჯილი ვნება - 3 მარტში 2010 - Sikvaruli.uCoz.NeT - სიყვარული
მთავარი » 2010 » მარტი » 3 » სიკვდილმისჯილი ვნება
9:12 PM
სიკვდილმისჯილი ვნება


* * *
სიკვდილმისჯილი ვნება გრილ სარეცელზე დადის, 
თუსაღ ფიქრების დღეა, ამბორის წუთი გადის. 
თითებს დააჩნდა დაღი, შენი სხეული სუნი, 
კოცნით გავთელეთ ბაღი, ერთიც არა გაქვს წუნი. 
გადმოიხარე ჩემკენ ისე,რომ ნაძვებს შერცხვა, 
როცა გაშალე ტანი, სველი ბალახი შრება. 
მინდა ბევრი ძილი, სასთუმლად შენი კალთა, 
მერე ნანატრი შვილი, გალობა სეფე ქალთა. 
გადავეჩვიე ღიმილს, სუნთქვა მომინდა შენით, 
სულში ჯალათი ტირის, ჩემი სიცოცლის ფერით. 
გადმომისახლდა ტვინში, ჯამბაზ იორკის ჭია, 
ნუ ჩქამიდგები ჯიბრში, ურთიერთობა მშია. 

/გიორგი შალამბერიძე/

                               
მიმაგრება:
კატეგორია: ეროტიკული პოეზია | ნანახია: 873 | დაამატა: PaWuKa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]