მთავარი » 2010 » მარტი » 10 » სიკვდილს სურს ჩემი სახე დამდაღროს, მითხრას
5:21 PM
სიკვდილს სურს ჩემი სახე დამდაღროს, მითხრას
 
* * * 
სიკვდილს სურს ჩემი სახე დამდაღროს, მითხრას : ¨დღეიდან ჩემი იქნები¨ შენ მაშინ მოხვალ, მაგრამ რაღა დროს, სათქმელი უკვე აღარ ვიქნები. სულითხორცამდე როცა შემიცნობ, როდესაც შეწყვეტს ფეთქვას ეს გული. შენ მაშინ მოხვალ, მაშინ შეიგრძნობ, რომ ხარ უზომოდ შეყვარებული. ტრფობის მომთმენი აბა ვინ არის?! მეც დავმარცხდი და... უკვე ვეცემი. შენ მაში მოხვალ, მოუსვენარი, გვამად როდესაც გადავიქცევი. როცა ჩამდებენ შავ-ბნელ კუბოში, ზედ დამაყრიან ცრემლებს ქალები, შენ მაშინ მოხვალ და მხოლოდ მაშინ, ატირდებიან შენი თვალები. როცა ყოველი ჩაქრება ჩემში. როს ვიგრძნობ გრილი მიწის სიამეს. შენ მაშინ მოხვალ მიხაკით ხელში და ინანებ რომ დააგვიანე. მარტოდ დარჩენილ ჩემს სასაფლაოს, როცა დაათოვს ცივი ფიფქები, შენ მაშინ მოხვალ.. ჰო მაშინ მოხვალ, მაგრამ ამ ქვეყნად აღარ ვიქნები...

                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ჩანახატები | ნანახია: 1171 | დაამატა: PaWuKa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]