მთავარი » 2010 » მარტი » 21 » შენს სახეს ვლანდავ ყველა გოგოში
10:57 PM
შენს სახეს ვლანდავ ყველა გოგოში
შენს სახეს ვლანდავ ყველა გოგოში 
შენ სტუმარი ხარ ჩემი სიზმრების 
ის ღამე ჩემთვის სიხარულია 
როცა მოდიხარ ჩემს ზმანებებში 
იმაზე ფიქრი მაწვალებს მტანჯავს 
ნეტავ შენც ჩემნაირად ხარ? 
ალბათ ოდესმე გავიგებ პასუხს 
სანატრელსა და ოცნების პასუხს 
შენი სიცივე სიცოცხლეს მიკლავს 
იმ წუთში ვნატრობ სიკვდილს სანატრელს, 
მაგრამ მაკავებს რაღაცა გრძნობა 
და მეუბნება:შეჩერდი! რას შვრები? 
მას მარტო ტოვებ?! 
შემდეგ იწყება თავიდან ტანჯვა 
და მარტოობის შეგრძნება მწარე 
ისევ ვეფლობი ფიქრის მორევში 
ისევ მიტაცებს შენზე ფიქრები

                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 1017 | დაამატა: PaWuKa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]