მთავარი » 2010 » მარტი » 4 » შენი სევდიანი თვალები მიყვარს
3:23 PM
შენი სევდიანი თვალები მიყვარს
შენი სევდიანი თვალები მიყვარს,
შენი მიბნედილი გაღიმება,
შენი გულიანი სიცილი მიყვარს,
შენი საოცარი ჩაფიქრება.
შენი ალისფერი ტუჩები მიყვარს,
შენი ფერმკრთალი სახე,
შენი ვნებიანი სიცილი მიყვარს,
გამომწვევად რომ დამიხრი თვალებს.
შენი უთქმელი სევდა მიყვარს,
შენი უეცარი გაგიჟება,
შენი ცრემლიანი სიცილი მიყვარს,
თვალებში ღამის დაბინდება,
მე შენი ამბით გამთბარი გული მიყვარს,
შენი პატარა ციცქნა ფიქრიც,
ამ ქვეყნად რომ შენს გარდა არავინ მიყვარს,

ჩემო ანგელოზო ეს ხომ კარგად იცი

                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 1359 | დაამატა: PaWuKa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]