მთავარი » 2010 » მაისი » 12 » შენა ხარ...
9:42 PM
შენა ხარ...
შენა ხარ წყარო, თავანკარა-მე ვარ წყურვილი, 
შენა ხარ ნება-მე ვარ გზნება, მე ვარ სურვილი.
შენა ხარ სიო-სასხვისიო-მე ვარ ხანძარი,
შენ ხარ ნათელი-მე სანთელი-შენი ტაძარი.

შენა ხარ ხატი, სალოცავი-მე ვარ მლოცველი,
შენ ხარ ვაზი-მე ვენახის ფესვის მკოცნელი.
შენა ხარ ქარი, ბობოქარი, შენ ხე ხარ ნატვრის, 
მე მადრიგალი,შენ-გრიგალი ნატვრის ხეთათვის.

შენა ხარ მთვერე, ღამის ვერცხლი, მე-მთვარეული,
შენ სულით-ხორცი, მე კი შენით გადარეული/
შენა ხარ მიწის სიხავერდე, შენ ხარ ჯეჯილი,
შენ ხარ სიცოცხლე მი კი შენით გულგაგლეჯილი.

შენ ხარ ნექტარი სათაფლიის, მე ვარ იელი,
შენა ხარ თაფლი მე-ვიღაცა გადამთიელი.
შენა ხარ სხივი მზის ხანჯლების, მე კი ვარ თოვლი,
შენა ხარ ცეცხლი, ჩემთვის მზეც-კი გამლღობი ყოვლის.



                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 2487 | დაამატა: SPIRITI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]