შენ გტანჯავს ვნებების სიცხე და სიცხადე... - 15 იანვარს 2010 - Sikvaruli.uCoz.NeT - სიყვარული
მთავარი » 2010 » იანვარი » 15 » შენ გტანჯავს ვნებების სიცხე და სიცხადე...
9:03 PM
შენ გტანჯავს ვნებების სიცხე და სიცხადე...


შენ გხიბლავს ვნებათა სიცხე და სიცხადე
სურვილის გამხელა და გათამამება
გინდა რომ უტკბილეს ტკივილებს იტანდე
და მერე უსაზღვროდ გაგრძელდეს წამება
.
სასტიკად დასცინი ზეციურ ზმანებებს
გიზიდავს გრძნობების ხეთქება მიწაზე
შენ მხოლოდ თვალების მიბნედვას დაეძებ
და მარტო სიშმაგით გათანგვა გიტაცებს
.
არ გინდა გიყვარდე და მაინც განიცდი
სახეს და ტკივილებს – უგონოდ გალეშილს
მე გათენებამდე არავინ დამიცდის
ამიტომ ვნებებსაც მოვახრჩობ ღამეში
.
უკვე ვერაფერი მე ვეღარ მიშველის
შენ ახლაც ცხოველურ ინსტინქტებს აქეზებ
ვაგროვებ დამთვრალი ტუჩების სისველეს
დაბინდულ წამწამებს ვიწებებ ბაგეზე
.
შენ გინდა რომ ჩემი სხეულის სითბოთი
ჩავახშო მხურვალე სხეულის ამბოხი
ვიცი და აქამდეც ყოველთვის ვიცოდი
დამტოვებ უაზროდ აშლილს და დაბოღმილს
.
ვსუნთქავდი მკერდიდან ავარდნილ ოხშივარს
ახლა კი სუნთქვასაც არავინ დამაცლის
ვიცი რომ შენია სუყველა კოზირი
და მაინც – ბოლომდე მოგყვები თამაშში
.
ორივე წუთიერ სიგიჟეს ავყევით
თითებში ლამაზი სიბილწე იბუდებს
ტუჩებსაც – კბილებით უხეშად დაკბენილს
ვერავინ დაარქმევს ვნებათა სიმრუდეს...
.
ახლა ის დრო არის ავდგე და წავიდე
ნელდება ცეცხლი და შენს თავზე ბრაზდები
მარტოდ დარჩენილი მოკრებას დაიწყებ
თოვლში ჩაკარგული ამაყი აზრების...
.
ჩვენ ვნების შანთებსაც თეთრ თოვლთან წავაწყდით
ქვაზე იხატება დადნობა სხეულის
შენ ისევ ჯიუტად არ გინდა დამარცხდე
მე კი გამარჯვება არა მსურს ეული!
.
ფეხებთან დაგიყრი დაუცლელ სურვილებს
მზერასაც ამოვგლეჯ – შენს ხორცზე დაჭედილს...
შენია – გიტოვებ ოცნებებს უტკბილესს –
გათელე... ჩაფერფლე... დაწვი და... გაჩერდი!!!
............
შენ გტანჯავს ვნებების სიცხე და სიცხადე...

                               
მიმაგრება:
კატეგორია: ეროტიკული პოეზია | ნანახია: 511 | დაამატა: PaWuKa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]