შენ ჩემი არ ხარ და არც იქნები - 17 მარტში 2010 - Sikvaruli.uCoz.NeT - სიყვარული
მთავარი » 2010 » მარტი » 17 » შენ ჩემი არ ხარ და არც იქნები
8:19 PM
შენ ჩემი არ ხარ და არც იქნები
შენ ჩემი არ ხარ და არც იქნები
რადგან შენ არ გაქვს ჩემზე ფიქრები
დრო გავა მეტყვი”იზრუნე თავზე,
მე სულ სხვა მიყვარს და ვფიქრობ მასზე.”

ეს არ იქნება ჩემთვის ახალი
ვიცი ოდესმე ამას გავიგებ
თითქოს მკარნახობს ღმერთი მაღალი
რომ ჩემს სიყვარულს ფეხ ქვეშ გაიგებ,

ერთ დღეს მოგართმევს ვინმე ბუკეტებს
მოგეწონება თვალები მისი
შენ დაინახავ მასში უკეთესს
ვიცი რომ არ ვარ მე შენი ღირსი,

წლები გავა და გული დაგწყდება
ჩემი სიტყვები შენ წინ დაგხვდება
მიხვდები მაშინ თუ ვინ გყოლია
რომ ჩემ სიყვარულს ძალა ჰქონია,

მე ეს არმინდა ოდესმე მოხდეს
რომ ჩემს დიდ გრძნობებს ცუდი რამ მოჰყვეს
არ მინდა შენში ის დავინახო
ვისაც არ ველი ის ავისახო

რა ვქნა რომ ბედმა ასე დამცინა
რომ სიყვარულში ასე გამწირა
არ დამანახა მასში სინათლე
თუ ერთხელ მაინც არ გამიმართლა

                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 347 | დაამატა: PaWuKa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]