მთავარი » 2010 » თებერვალი » 2 » შარშან
11:13 AM
შარშან


შარშან

ერთმანეთს
გვაშორებს შავი, ამღვრეული, უკიდეგანო, ცივი ზღვა, რომელიც შარშან
კამკამა, ცისფერი, თბილი იყო ჩემთვის, ახლა კი კუპრივით შავია და ისეთი
ცივი – შეცურვისაც მეშინია…
  შარშან ერთად ვცურაობდით და ასე ძალიან
გვიხაროდა სიცოცხლე, ახლა კი მხოლოდ ის გამახარებს, თუ გავივლი ფეხშიშველა
მზის სხივებით გამთბარ კენჭებზე, თუ გავისეირნებთ სანაპიროზე მე და შენ…

  შენთან ერთად ხეტიალი უკვე ოცნებად მექცა… ვშიშობ – ვაითუ, ეს
"გულუბრყვილო” ოცნება არ ამიხდეს და უსასრულოდ იქნები სანატრელი ჩემთვის…

  თავს ვიტანჯავ იმაზე ფიქრით, რომ სკოლის დამთავრების შემდეგ აღარ
მოისურვებ ჩემთან ურთიერთობას – ჩათვლი, რომ მეტისმეტად დიდი ვარ შენთვის…
მაგრამ მერე ვხვდები – ეს ხომ სრული აბსურდია!   მერე რა, რომ ჩვენს შორის
რამდენიმე წელია განსხვავება! ნუთუ ღმერთმა "შესცოდა”, რომ როცა გაჩნდი ამ
ქვეყნად, მე უკვე "ვარსებობდი”?! ნუთუ წესითა და კანონით, ერთდროულად უნდა
მოვვლენილიყავით დედამიწაზე?!

  თუმცა, ამ შეკითხვებს მე თვითონ ვუსვამ საკუთარ თავს – შენ ხომ არაფერს
აბრალებ ვინმეს რაიმეს და არც იმას ეჭვობ, გიყვარვარ თუ არა… ყოველდღე
ტელეფონით მიდასტურებ – ძალიან მიყვარხარო…

    მე მჯერა, რომ გულწრფელი ხარ… მჯერა, რომ არ გაგნელებია ჩემდამი
"მხურვალე” სიყვარული… მჯერა – ჩვენი ბოლო შეხვედრის   შემდეგ არ
"გაუნიავებია” ქარს გრძნობები ჩემს მიმართ… მჯერა!

  მაგრამ მაინც ვერ ვისვენებ და ვფიქრობ – ნუთუ ჩვენი სიყვარული შარშანდელი თოვლივით გადნება?



                                            ავტორი: ლუკა ხარლამენკო


                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ისტორიები | ნანახია: 571 | დაამატა: PaWuKa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]