მთავარი » 2010 » მარტი » 17 » საუბარი ეშმაკთან
11:08 PM
საუბარი ეშმაკთან
 მოხვედი? 
 მოვედი.... 
 გელოდი... ვიცოდი რომ მოხვიდოდი.... 
 კი ღმერთი განსჯისო კაცის ცხოვრებას? 
 თუკი მისცემ ამის ნებას!.. 
 მე მიყვარდა ის... 
 ვინ, ღმერთი? 
 ითქოს ჩაქირქილება... შავი მოსასხამის ქვეშ გველებივით გალურსულა შავი ხელები მოლოდინში... 
 ღმერთიც და ადამიანებიც. მე ვეხმარებოდი მოყვასს. 
 ხმამაღალი ნათქვამია! გაიხსენე მაშინ თუნდაც ერთი სიკეთე, რომელიც ანგარების გარეშე არ გაგიკეთებია?! 
 მე მწამდა სიკეთის... 
 იმიტომ, რომ უკან დაგიბრუნდებოდა, არა? 
 მე მართლა მიყვარდა... 
 იმიტომ, რომ მასაც ყვარებოდი, იმიტომ გასცემდი რომ უკან მოგეღო. ეხმარებოდი ეკლესიასთან ატუზულ მათხოვრებს და ითვლიდი თან, ჩემთვის თუ დამრჩაო... ვტყუი? 
 არა... 
 ენიღბული შიში... ვერდამალული... 
 ვცდილობდი არ ჩამედინა ცოდვა. 
 და არ გამოგდიოდა არა?! თუ კი შეძლებდი ერთიბეწო სიკეთის ქვაზე დადებას და მერე ათასჯერ ჩაუვლიდი იქ თუ დამხვდებაო... 
 ითქოს დანაშაულზე წაასწრესო, დადუმდა მსწრაფლად... 
 არასოდეს არაფერი მოგიპარავს?... თუ გავიწყდებოდა ერთი ადამიანის ნათქვამი ანდაზა: აქლემის და ნემსის ქურდი ერთიაო? 
 სასტიკესი ირონია და მწარე წამოსროლა: 
 თვითონვე იგონებთ და მერე ისევ ანგრევთ იდეალებს... 
 ა მერე ისევ უხამსი ღიმილი. 
 უფლება არ გაქვს! - გაუბედავად გაბედილი შეწინააღმდეგება. 
 რამიწიერი საძულველი ღიმილი და ფრაზა: 
 მე ყოვლისშემძლე ვარ!!!... 
 შეუძლებელია... 
 სანამ ადამიანები არსებობთ და სცოდავთ, მე ვიქნები, ე.ი. უკვდავი ვარ! მე ვიბადები ხელახლა ცოდვასთან ერთად და ღალატი, ტკივილი, სიცრუე სანამ არსებობს, მეც ვიარსებებ... მე ცოდვა მკვებავს და მასაზრდოებს მარად... 
 როდის მიდიხარ ადამიანისგან? 
 ველების შეტორტმანება მოსასხამის ქვეშ... დუმილი... 
 ა უეცრად.... ქვითინად ამომხდარი ლოცვა: 
 მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, 
 მინდა იყავნ სახელი შენი, 
 ყავ ნება შენი, 
 ითარცა ცათა შინა, 
 გრეცა ქვეყანასა ზედა... 
 მინ! 
 რადა, ვერასოდეს წარმოიდგენდა, თუ შეძლებდა წაუკითხავად ლოცვის წარმოთქმას. 
 იდება შენდა ღმერთო! 
შერჩენილი შიშით გახედა ეშმაკის ნადგომს და წამის უსწრაფესად გაუყვა გზას ტაძრისაკენ.....

                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ჩანახატები | ნანახია: 1118 | დაამატა: PaWuKa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]