მთავარი » 2010 » მარტი » 29 » საფლავი...
0:30 AM
საფლავი...
მიწაზე ვწევარ და თითებით შენს საფლავზე ამოსულ გვირილებს ვეთამაშები...ხო..ნუ გიკვირს...მე მოვიტანე და მე დავრგე... 
მე ვიზრუნე რომ შენი მარადიული განსასვენებელი გამელამაზებინა!... 
შენ გგონია შორს ხარ?!...აბა რატომ მესმის შენი ხმა?... 
შენ გგონია წახვედი და დაგივიწყე?! ...აბა რატომ ვწევარ ახლა დეკემბრის ყინვისაგან დამსკდარ მიწაზე?... 
არა...არ მომწონს ეს სურათი...ამ ქვიდან უსიცოცხლოთ იმზირება,...შენ ბევრად უფრო ლამაზი თვალები გქონდა სინამდვილეში!!! 
გუშინ ღამე ძალიან ციოდა...მაპატიე, რომ ვერ მოვედი!...სამაგიეროდ დღეს დავრჩები...დღეს დავიძინებ შენს გვერდით...ისე, როგორც ადრე იყო ხოლმე! 
მიყვარხარ და მაკლიხარ...ეს შენც იცი...ამ საფლავზე ამოსული თითოეული ბალახის ღერი, თითოეული მიწის ბელტი უზომოდ მიყვარს...იმიტომ რომ შენ გიცავს სიცივისგან...შენ გათბობს... 
ვიცი გვირილები სასაფლაოზე არ უნდა დარგო...ნუ მიწყრები...უბრალოდ შენ ხომ ასე ძალიან გიყვარდა მინდვრის ყვავილები...როგორ შემეძლო არ მომეტანა და შენთვის არ მეჩუქნა?! 
ნუ მიშლი...არ წავალ....ისევ და ისევ მოვალ ხოლმე....წვიმაშიც, თოვლშიც, ქარშიც... 
მაშ გწყენია და დამიმალე!!!.....დღეს დავრჩები... 
ნუ დამიშლი აქ მოსვლას!...მე ხომ აქ ყველაზე ახლოს ვარ შენთან.....


                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 1151 | დაამატა: SPIRITI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]