მთავარი » 2010 » მარტი » 29 » სანამ ცოცხალი ვარ...
2:14 AM
სანამ ცოცხალი ვარ...
სანამ ცოცხალი ვარ , სანამ კვლავ ვარსებობ , სანამ გულში ცოცხლობს ამინდი მზიანი
მანამ მომეფერე , მანამ გამიფრთხილდი , მერე ყველაფერი იქნება გვიანი
სანამ ძველებურად ბრუნავს დედამიწა , სანამ არ გამწირავს იღბალი ტიალი
გულში ჩამიკარი გული არ მატკინო , მერე ყველაფერი იქნება გვიანი
სანამ სიყვარული ისევ შემიძლია სანამ კვლავ მახარებს ფოთოლთა შრიალი
ხელზე წაიკითხე ჩემი ბედის წერა , მერე ყველაფერი იქნება გვიანი
მოვა დრო მიხვდები წარსულის შეცდომებს , აგარ გაგახარებს ფოთოლთა შრიალი
მე ვეღარ დაგიხსნი ტანჯვა სამსხვერპლოდან
მერე ყველაფერი იქნება გვიანი
ბედის ირონია მწარედ ჩაგვიცინებს და აგატირებს შიჩუმის ტრფიალი , მარტო დარჩენილი სევდით გამიხსენებ
მაგრამ დამიჯერე იქნება გვიანი
სანამ ცოცხალი ვარ მანამ მომეფერე მერე ვერ მიშველის ხსენება ფიალით
გული არ მატკინო , თორემ ცრემლების ღვრა , როცა არ ვიქნები იქნება გვიანი...

                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 1128 | დაამატა: SPIRITI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]