მთავარი » 2010 » მარტი » 29 » სამშობიაროში..
0:42 AM
სამშობიაროში..
ნომერი პირველი სამშობიარო სახლის მოსაცდელში გაწყობილ საკამებზე 25-27წლის ბიჭი და 4წლის გოგონა ისხდნენ.ბავსვის ცისფერ თვალებში გაურკვევლობის შიში ჩანდა,მაგრამ თვიტონ წყნარად იჯდა,რათა მამა არ შეეწუხებინა.მამამისი კი ვერ ამჩნევდა მის გარშემო მოსიარულე მედდებსა და ექიმებს,და ვერც შვილის ხელს ვერ გრძნობდა,რომელიც თავის დიდ ხელებში მოემწყვდია და ეფერებოდა. მხოლოდ მაშინ მოეგო გონს,როცა პატარამ ხმა ამოიღო. 
-მამიკო რატომ ტირი?!... 
უცაბედმა კითხვამ დააბნია,ვერ გაიგო ვინ უსვამდა შეკითხვას.როცა სახეზე ცრემლი იგრძნო,შვილისკენ მიიხედა და მიხვდა რომ პატარა განიცდიდა მამის უყურადღებობას. 
-მოდი ჩემთან. 
მამამ გოგონა მუხლებზე დაისვა,შუბლზე აკოცა და თვალებში ჩახედა.ასეთივე თვალებით უყურებდა ნინო მას,როცა ცოლობა სთხოვა.დაბნეული,შკითხვითა და სიყვარულით სავსე თვალებით.ზუსტად იმავე თვალების სინათლემ უპასუხა გურამს საბედისწეროდ დასმულ კითხვაზე . 
-მამიკო.... 
-ჰო,სიცოცხლე... 
-რატომ ტირი?.. 
-იმიტომ,რომ დედიკო მალე დაიკოს ან ძამიკოს გაგიჩენს.. 
ბავშვს გაუხარდა და-ძმის ხსენება. 
-მალთლა მეყოლება ძმა? 
-ან და ...ჰო გენაცვალე გეყოლება. 
-მალე მეყოლება? 
-მალე... 
-მალე,მალე?..სულ მალე?... 
-ჰო,თათა მალე...სულ მალე... 
საუბარი სამშობიარო ბლოკიდან გამოვარდნილი ექიმის უფერო სახემ შეაწყვეტინა. ქალბატონ თაგვაძის მზერამ გურამი შეაშფოთა.ბავსვი სკამზე დასვა,თვითონ კი ექიმს მიუახლოვდა.. 
-ხომ გავაფრთხილე?..რატომ არ დამიჯერეთ?... 
გაურკვეველმა კითხვამ შიშის გრძნობა გაუჩინა გურამს.რა შუაში იყო ამ დროს ეს შეკითხვები? ეს ვერ გაეგო მოსაცდელში მოყურყუტე ქმარს.ექიმი კი აგრძელებდა შეკითხვების დასმას. 
-ხომ გაგაფრთხილეთ არა?!... 
-ვერ გავიგე...რა მაფრთხილეთ?!.. 
-როგორ თუ რა?...გურამ ,შენ რა,არ გესმის რას ვამბობ?!.. 
-მართალი რომ გითხრათ--არა! 
-ნინოს ვუთხარი რომ მეორე ბავსვის გაჩენის იმედი არც უნდა ჰქონოდა... 
-რატომ?..რაშია საქმე?!. 
თაგვაძე გაჩერდა,მიხვდა რომ გურამი ძალიან შეაშინა და რომ მან არაფერი იცოდა. ექიმმა ახალგაზრდას დამშვიდება სთხოვა.სკამზე დაჯდა და გურამიც მიიწვია. 
-გურამ,იცით თქვენი მეუღლის სისხლი არის რეზუს უარყოფითი.როცა ქალის სისხლის ჯგუფი რეზუს უარყოფიათია,მან მეორე ბავშვის გაჩენა აღარც უნდა ცადოს,რადგან ან თვითონ დაიღუპება ან ბავშვი დაიბადება ავადმყოფი.ყოველ შემთხვევაში,ქალი მიდის სასიცოცხლო რისკზე.თქვენი მეუღლე კი,როგორც იცით,სუსტი ორგანიზმის პატრონია.ხომ გახსოვთ პირველმა მშობიარობამ რა მძიმედ ჩაიარა?!.ახლა კი 100%-დან გადარჩენის შანსი 20-30%-ია.რა ვქნა გურამ?...ბავსვი თუ ნინო? 
გურამი გაოგნებული უსმენდა.ახსოვდა,როგორ გაჩნდა თათა, 10საათი გაატარა სამშობიაროს მოსაცდელში და როგორც იქნა,შობის გამთენიისას აცნობეს გოგოს დაბადება.ახსოვს როგორი დამნაშავის თვალებით დახვდა ნინო პალატაში,ბავშვით ხელში. 
-შენ კი ბიჭი გინდოდა. 
რომელი ბიჭი?გურამს სულ გაუქრა ბიჭის მამობის სურვილი,როცა ვარდისფერ ქსოვილში გახვეული თეთრი სახე დაინახა. 
ახსოვს,როგორი მადლიერი თვალებით უყურებდა ნინო,როცა თავის სიცოცხლეში პირველად დალია ღვინით სავსე ყანწი ბავსვის სადღეგრძელოთი. 
-ჩემს "ვაჟკაც" გოგოს გაუმარჯოსო. 
ბავსვი თუ ნინო?...ახსოვს,როგორ ფერებოდა ბოლო დღეებში ნინო მუცელს და გურამს სთხოვდაბიჭს გაგიჩენ და რამე რომ მომივიდეს,ხომ არ მიეცემი დარდს?..ხომ მიხედავ ორივეს?... 
-კი,მივხედავ. 
გურამი მიდიოდა და შუბლზე კოცნიდა.თან აწყნარებდა,ეგონა მშობიარე ქალის შიშებიაო.აბა,რა იცოდა თუ ასე სერიოზულად იყო საქმე?!.. 
-გურამ... 
-ჰა.. 
-მიპასუხე... 
-რაზე? 
-ბავსვი..თუ ნინო?.. 
-ნინოს ჰკითხეთ? 
-მან ბავშვი აირჩია!.. 
-მაშ,მე ნუღარ მეკითხებით. 
ექიმი თაგვაძე სამშობიაროს ბლოკში დაბრუნდა.გურამმა თავი ხელებში ჩარგო და უსაშველო ბღავილს მოჰყვა.დიახ,ამას ტირილი არ ერქვა.ის ვერ ტიროდა და ვერ ყვიროდა,გურამი დაჭრილი ვეფხვივით ბღაოდა. 
პატარა თათას,ამის შემყურეს,თეთრ სახეზე ცრემლები სცვბიოდა.იგი ნელა მიუახლოვდა გურამს.მის გვერდით მგდარ სკამზე მუხლებით დადგა და პატარა ხელები შემოხვია თავზე.გურამმა იგრძნო ბავშვის სითბო და გულში ჩაიკრა,ისე მაგრად,თითქოს მის წართმევას უპირებენ და იჭერსო.თათა კი წყნარად იჯდა მამის მუხლებზე და ცრემლიანი სახე მის მკერდში ჩაემალა. 
ასე ისხდნენ კიდევ ერთი საათი.უკვე სამი საათი იყო,რაც ნინო აქ იმყოფებოდა.გურამმა მძინარე თათა ერთ-ერთ მედდას გააყოლა დასასვენებელ ოთახში,რადგან შეეცოდა ბავშვი-"ცოტას მაინც დაიძინებსო!" 
თითქოს ცოტა ჩაწყნარდა,მიენდო ნინოს მიერ გამოტანილ განაჩენს,მაგრამ სული მაინც აფორიაქებული ჰქონდა.ნინო,მისი ერთადერთი სიყვარული,მისი პირველი შვილის დედა,მისი მეგობარი,მისი სიცოცხლე,როგორ დაეთმო?!.. 
გურამს ნინოს სიტყვები უტრიალებდა გონებაში-როცა რაიმე არ გამოვიდოდა,ის იტყოდა:"ასეთია ჩვენი ბედიო!" "ჩემი ბედი ძალიან მძიმეა!.."-გაიფიქრა გურამმა. 
ფანჯარაში უკუნითი ღამე ჩანდა.ცაზე ვარსკვლავები არ იყო,მხოლოდ და მხოლოდ ახალი მთვარე ანათებდა სამშობიაროს ეზოს შემოსასვლელს. 
რამდენჯერ გაუთევიათ ღამე და ვარსკვლავებისთვის უთვალთვალიათ.ნინოს ოცნება ჰქონდა"როცა მოვკვდები,მინდა ვარსკვლავად ვიქცე.უბრალო ვარსკვლავად კი არა,ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავად,რომ შენ ადავილად მცნობდეო.." 
-კვეზერელი!... 
გურამი ახალგაზრდა მედდისკენ შემობრუნდა,რომელიც მას უღიმოდა. 
-დიახ!... 
-ბიჭია,გილოცავთ. 
-რატომ?!.. 
გოგნა დაიბნა,არ ელოდა მისგან ასეთ რეაქციას.ეგონა,რომ ბიჭის დაბადებით გახარებული მამა მახარობელს დაასაჩუქრებდა.ის კი,მილოცვის მიზეზს ეკითხება. 
-როგორ თუ "რატომ"?თქვენ ხომ გვარის გამგრძელებელი შეგეძინათ?!... 
-ხო,გმადლობ...ნინო?!.. 
-თქვენი მეუღლის ამბავი კი არ ვიცი. 
მედდას საჩუქრისთვის არც დაუცდია ისე გაბრუნდა და წავიდა.გურამს მისი აჩქარებული სიარული არ მოეწონა.ამ დროს ტელეფონმა დარეკა. 
-გისმენთ. 
-სად ხარ ბიჭო?დედამ ამიკლო:"მთელი საღამო როგორ არ არიან სახლშიო!.." სად ხარ და მობილური რატომ გქონდა გამორთული? 
გურამი არც აპირებდა ტელეფონის ჩართვას,უბრალოდ საათი აინტერესებდა. 
-სამშობიაროში ვარ. 
-როგორ ...უკვე?..გააჩინა?..ახლავე მოვდივარ!.. 
-არა,ნიკუშ არ არის საჭირო. 
-რას ნიშნავს "არ არის საჭირო"?ბიჭო,ძმისშვილი უნდა დაიბადოს და მე მანდ არ ვიყო?..გიჟი ხარ რა!..ნერვიულობ ალბათ..არაფერია,მოვდივარ.. 
ნიკამ ტელეფონი გათიშა,გურამს არავის ნახვის თავი არ ჰქონდა.ახლა უფრო ნერვიულობდა,რადგან არ იცოდა ნინოს ამბავი. 
-მამიკო... 
თათას ნამძინარევი ხმა ჰქონდა.ნელა მივიდა მამამისთან და დაელოდა მის რეაქციას.გურამმა ჩაიმუხლა,თათა ხელსი აიყვანა და მაგრად აკოცა. 
-მამიკო..მამიკო,შეხედე!.. 
გურამიმ თათას გაშვერილი თითის გასწვრივ გაიხედა,რომელიც ცის მხარეს იყო მიმართული და შავ ცაზე,მთვარის გვერდით,უცნაურად მბრწყინავი ვარსკვლავი დაინახა,რომელიც მის სულს სითბოს ჰფენდა. 
თათამ მამამისს ყელზე ხელები შემოაჭდო,ლოყაზე აკოცა და ჰკითხა: 
-მამა,დედიკო სად არის?!...

                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ისტორიები | ნანახია: 2575 | დაამატა: SPIRITI | რეიტინგი: 4.5/13
სულ კომენტარები: 8
0  
8 John   (2012-08-05 7:56 AM) [Entry]
That's a quick-witted anewsr to a difficult question

0  
7 sofchika   (2012-05-12 8:16 PM) [Entry]
: xxxx

0  
6 mariami   (2011-10-08 11:23 PM) [Entry]
gaagrdelet ra gtxovt.... (((((

0  
5 eka   (2011-06-01 1:34 PM) [Entry]
seviania :(

0  
4 nini:))))   (2011-01-05 0:08 AM) [Entry]
vaimee.... ramdeni vitire... ;(((( vaime .... ; (((( Dzallian magarria... ; ((((

0  
3 mari   (2010-08-15 11:13 PM) [Entry]
dzalian kargia...magram gagrdzeleba?:(

0  
2 : ))   (2010-06-16 10:54 PM) [Entry]
დზაან კარგიააა ; ((

0  
1 teoteo-tete   (2010-04-06 9:21 PM) [Entry]
zalian kargia, magram dasasruli nametari sevdiania

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]