მთავარი » 2011 » ივნისი » 27 » სამი ფანჯარა-მე, შენ და ბავშვი...
2:47 PM
სამი ფანჯარა-მე, შენ და ბავშვი...



ვინა თქვა ჩვენზე, ვიწროდ არიან,

ერთი ოთახის ამარა დავრჩით.

ჩვენს სახლს, ძვირფასო, სამი კარი აქვს,

სამი ფანჯარა: მე, შენ და ბავშვი.

მე შენ და ბავშვი ოქროს სიზმრებად

და ოცნებებად დავიხარჯებით,

ჩვენ გავმრავლდებით და გავიზრდებით,

მოემატება სახლს კარ-ფანჯრებიც...

არს სახელურად სტუმრის ხელი აქვს,

პატიოსნება ურდულად ადევს

და ჩვენს სუფრაზე თუ გვიმღერია,

მეზობლის ბანიც ასულა ცამდე.

ვინა თქვა ჩვენზე, ვიწროდ არიან,

ერთი ოთახის ამარა დავრჩით.

ჩვენს სახლს, ძვირფასო, სამი კარი აქვს,

სამი ფანჯარა: მე, შენ და ბავშვი.


                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 1322 | დაამატა: 27_MoPaRuLi_KoCnA | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]