საძმოს სახელით - 13 მარტში 2010 - Sikvaruli.uCoz.NeT - სიყვარული
მთავარი » 2010 » მარტი » 13 » საძმოს სახელით
1:16 PM
საძმოს სახელით
 
როგორ შეიძლება მიყვარდე როცა არც კი გიცნობ?! ნეტა შეგხვდები ოდესმე? მაგრამ ოდესმე არ მაკმაყოფილებს! ოდესმე შეიძლება გადამიყვარდე?! ეგ ჩემზე არ არის დამოკიდებული, რადგან ყველაფერი ღმერთის ნებაა, გარდა არჩევანისა! 
  ეს ყველაფერი არ დაწყებულა ერთ მშვენიერ დღეს, ეს ყველაფერი დაიწყო ერთ წვიმიან დღეს, როცა ქუჩაში არავინ მოძრაობდა გარდა გულჩათხრობილ;ი ადამიანებისა....
  ,,- გამარჯობა’’ ღიმილით მომესალმა.
მისი ღიმილი არასოდეს დამავიწყდება, ან როგორ უნდა დამავიწყდეს, მისი სახის თითოეული ნაკვთი ისე იყო შერწყმული ერთმანეთში სრულყოფილების შედევრი გეგონებოდათ. რვა წლის ბავშვივით, რომელიც შეყვარებულის წინაშე დგას და მუხლები უკანკალებს სირცხვილისაგან, ეგრე დამემართა მეც, მაგრამ არ ვიცი რატო, შეიძლება მისმა ღიმილმა, თუ მომწონს?! ეჭვი შემეპარა მაგრამ სად მქონდა მაგაზე ფიქრის დრო. არ უნდა შემემჩნია არაფერი თორე შევრცხვებოდი!
  ,,-გამარჯობა, მაგრამ კომპლიმენტს არ გეტყვი, რადგან მებეზრებული გექნება.” თუმცა ეს უკვე კომპლიმენტი იყო და ტვითონაც მიხვდა ამას.
  სრულიად უცნობი გოგო, რომელსაც წვიმა თმას უსველებდა და სასიამოვნო სურნელს აფრქვევდა არემარეს. მისი სუნამოს სუნი დღესაც მახსოვს! რომლის სახეზეც წვიმის წვეტები იყო ცრემლების მსგავსი და სხვათაშორის უხდებოდა კიდეც!
  ,,- მე მარი მქვია.” ცოტა გაკვირვებული ხმით წარმოტქვა, რადგან ინიციატივა მისგან მოდიოდა, რაც არც თუ ისე ხშირად ხდებოდა ხოლმე.
,,-გიო...”
,,-რა გიო?” გაეცინა.
,,-მე გიო მქვია” შემამჩნია მორცხვობა....
  ვაიმე, გოგოსთან საუბრისას ენა როგორ დამება ჩემთვის გავიფიქრე და შემრცხვა კიდეც ჩემი თავის. მისი შავი თვალები,
ბევრისმთქმელი, სათნო და სევდიანი იყო. მემგონი ჩავიძირე მის თვალებში და ამოსვლაც არ მომნდომებია....
  გასეირნება შევთავაზე და დამთანხმდა კიდეც. უაზროდ ვსეირნობდით და თავსაც არ ვაფარებდით წვიმას. ჩუმად ვიყავით ორივე, უბრალო ღიმილით შევხედავდით ხოლმე ერთმანეთს და ეგ იყო ჩვენი საუბარი. ერთმანეთის თვალებში ვკითხულობდით სათქმელს და ჩუმად ამიტომ ვიყავიტ. სახლამდე ისე მივაცილე ხმა არ ამოგვიღია არცერთს, ანდაც იყო რო ეს მისი სახლი?
სახლში მისულს, არც სიცივე მახსოვდა და არც ის რომ სველი ვიყავი. მისი შავი თვალები მედგა თვალწინ და ვცდილობდი შიგნით ღრმად ჩამეხედა, მაგრამ არ გამომდიოდა, ჩვენ ხომ არც კი გვილაპარაკია.
  სამი დღე გავიდა მას შემდეგ, მაგრამ თავიდან არ ამომდიოდა მისი ღიმილი და თვალები! იმედიც აღარ მქონდა მისი ნახვის. იმ ადგილას ვსეირნობდი ხოლმე სადაც პირველად ვნახე, მაგრამ უშედეგოდ, ის მაინც არ ჩანდა!
  საღამოა დაახლოებით რვა საათი. ბნელა კიდეც. ლამპიონები ანათებენ ქუჩას. მარტო მივუყვები ტროტუარს და უეცრად უკნიდან სიცილის ხმა მესმის. ყურადღება არ მივაქციე.
  ,,- გიო შენ ხარ?’’
  ,, - ვა! მარი?!’’ გამიხარდათქო არ დავწერ იმიტომ რომ ისეც მეტყობოდა სახეზე ბედნიერება!
  ამ საღამოზე კი ნამდვილად ვიტყვი მშვენიერი საღამო იყოთქო, რადგან მარი ვნახე. უკვე ამინდით კი არ ვწყვეტდი დღის სილამაზეს, არამედ იმითი, მარის ვნახავდი თუ არა!
  ერთხელ გავუშვი ხელიდან და მეორედ აღარ ვაპირებ ეგეთი სისულელეს ჩადენას.
  მარის თვალებში ჩახედვისას მივხვდი რა გრძნობა ჰქონდა, მაგრამ რა თქმა უნდა არ იმჩნევდა. ასე გრძელდებოდა 3 თვის განმავლობაში. ეს სამი თვე ჩემ ცხოვრებაში ლამაზი და დაუვიწყარი დრო იყო. ლაპარაკით მე და მარი მხოლოდ ტელეფონზე ვსაუბრობდით და იქაც შემოვლით ველაპარაკებოდით ერთმანეთს, ანუ პირდაპირ არაფერს ვამჟღავნებდით.
  მეოთხე თვე იწურებოდა იმის შემდეგ რაც ქუჩაში გაწუწული შევხვდით ერთმანეთს და ეს ყველაფერი მოუბეზრებელი იყო. ყოველი დღე მისი ღიმილით იწყებოდა და მისი თვალებით მოდიოდა. უკუნეთი ღამესავით უკუნეთი თვალები ჰქონდა და მეც მსიამოვნებდა ამ სიღრმეში ხეტიალი. ვეძებდი რაიმე ხელჩასაჭიდს, დროს როდის გამოვუტყდებოდი ჩემს გრძნობებში, რაც უკვე ნათელი იყო! მაგრამ მეშინოდა საკუთარ გრძნობებში გარკვევა, რადგან მეშინოდა არ მომბეზრებოდა მისი სიახლოვე! მარი სწორედ ის პიროვნება იყო, რომელმაც გადამაჩვია მომავალზე ფიქრი და დღევანდელი დღით მაცხოვრა.
  ,,- მარი იცი....’’ შემაწყვეტინა საუბარი.
  ,,-კი ვიცი და ნუ მეტყვი იმას რაც ისედაც ნათელია!’’
  ,, მარი მე...’’ ისევ შემაწყვეტინა.
  ,,- ნუ მეტყვი გიო იმას რამაც შეიძლება ერთმანეთი მოგვაბეზროს’’
  ,,-მარი მე არასდროს მომბეზრდება შენი ლამაზი სახის ყურება! შენი ღამესავით ღრმა და ბნელ თვალებში ყურება.
  ,, -მეც გიო...’’ ღიმილით მიპასუხა.
  ,, -მარი იცი რა ძნელია, როცა სიტყვები ყელში გეჭედება და გარეთ გამოსვლა სურთ, იცი რა ძნელია ამის ატანა?’’
  ,, - ვიცი გიო, მაგრამ ზოგჯერ უსიტყვოდ ჯობია ყველაფერი გაირკვეს....’’
  საღამო იყო, უფრო სწორედ ღამე. ქუჩა ჩაბნელებული იყო, მხოლოდ ერთი ლამპიონიღა ბჟუტავდა მკრთალად, რომლის ქვეშაც მე და მარი ვიდექით.
  უეცრად ქუჩაში ხმაური ატყდა! სადარბაზოდან ჩემი ძმაკაცი გამორბოდა და უკან 2 იარაღიანი ბიჭი მოსდევდა! რაღა ბიჭი, დაახლოებით 25-26 წლის იქნებოდნენ.
  ,,-გიო გაიქეცი!!!!’’ განწირული ხმით დაიყვირა ძმაკაცმა.
  სროლის ხმა.....
  ,, - მარიიიიიიიიიიი!!!!”
  ,,- გიო მეშინია”
  ,, მარი შენთან ვარ ნუ გეშინია!!!”
  ჩემი ძმაკაცი აიყვანეს, თურმე იმ ახვრების ვალი ჰქონდა ჩემ ძმაკაცს და მალავდა ამას. ეთქვა მაინც ერთად გადავუხდიდით საძმაკაცო. აქ დიდ თანხაზე იყო საუბარი მაგრამ მაინც...
ზაზას ძახილზე მიხვდნენ რომ მე მისი ძმაკაცი ვიყავი და მარისთან ერთად მეც ამიყვანეს. სადღაც ბნელ სარდაფში ჩაგვიყვანეს სადაც ერთი ნათურა, ისიც ობობის ქსელებში გახლართული თვალისმომჭრელად ანათებდა....
  ისინი ყველაფერზე წამსვლელები იყვნენ, გამიგია მათი სახელები, უაზროდაც კი მოუკლავთ ხალხი, მაგრამ ფულიანი მამიკოს ბიჭები იყვნენ და ყოველთვის ამართლებდა სასამართლო... რა მექნა არ ვიცოდი... გაიქცევი გესვრის. მოწმეები არ სჭირდებთ ჩემებსაც დახოცავენ. ვიჯექი ჩემთვის და ბოლო წითებით ვტკბებოდი. მე თუ მომკლავდნენ ბედნიერი მოვკვდებოდი, რადგან მარის და ჩემი ძმაკაცის გვერდით მოვკვდებოდი და საიქიო ცხოვრებასაც ერთად გავაგრძელებდით!
  გვერდზე პატარა ოთახი იყო, სადაც ის ტიპები იყვნენ და რაღაცაზე საუბრობდნენ, თან სიცილის ხმა გამოდიოდა, რაც უფრო და უფრო მიშლიდა ნერვებს!
  გამოვიდა ერთი და ეუბნება ჩემ ძმაკაცს.
  ,,- განახებ როგორ უნდა გადაგდება! წამება ნახე არჩევანის წინაშე როცა დადგები!’’
  ,,- რა არჩევანი?!’’ ჩემმა ძმაკაცმა გაკვირვებული ხმით უთხრა
  ,,-უყურე ერთი ამ ლაწირაკს! რა არჩევანი და აირჩიე, ან გოგო ან ბიჭი”
  ,,- ვერ მივხვდი რაზე მელაპარაკები!”
  გადატენა იარაღი და მიხვდა ჩემი ძმაკაცი რა არჩევანის წინაშე იდგა! თუმცა მიხვედრა ძალიანაც არ უნდოდა!
  ,,- ჰა ბიჭო! მიმიხვდი რაზე გელაპარაკები. მე მოწმეები ფეხებზე მკიდია ხვალ მაინც საზღვარგარეთ მივფრინავ! ერთ-ერთი ამოირჩიე რომელი გააგრძელებს დამძიმებული ამ სიცოცხლეს და რომელი მოკვდება შენი არჩევანის შემდეგ!”
  ჩემი ძმაკაცი მუხლებზე დაეცა და ხმამაღლა ღრიალი დაიწო! არ იცოდა რა ექნა, მაგრამ მე ხო ვიცოდი ვისაც აირჩევდა და მე მარის გარეშე ცხოვრებას ვერ გავაგრძელებდი.
  მე: ,,- ძმა ძალიან გთხოვ მე მომეცი ამ არჩევნის გაკეთების უფლება!”
  ძმაკაცი: ,,- რას ამბობ გიუშ?!” გაკვირვებულმა მითხა.
  მე: ,,-მომეცი არჩევანის გაკეთების უფლება ბიჭო!” ნერვებმა მიმტყუნა და დავუყვირე.
  ძმაკაცი: ,,-შემიძლია ჩემ ძმაკაცს მივცე აღჩევანის გაკეთების უფლება?!” თავჩაღუნულმა წარმოთქვა.
  ,,-რაც გინდა ის გიქნია, მთავარია უნდა გაწმარდე გესმის შენ!” ზიზღის თვალებით შეხედა ჩემს ძმაკაცს.
  ძმაკაცი: ,, -მიდი გიო” ისე მითხრა ეს ორი სიტყვა, რომ მასში სინანული და შიში არ იგრძნობოდა!
  მე: ,,- სანამ ამ გადაწყვეტილებას მივიღებ შეიძლება პასტა და ფურცელი რომ მომცეთ?”
  ,,-გვერდზე ოთახში ყრია და აიღე!”
  მე: ,,- შეიძლება რაღაც დავწერო, შევალ გვერდზე ოთახში და დავწერ რაღაცას თუ შეიძლება?!”
,,-მიდი მიდი ოღონდ მალე ქენი!” აგდებული ხმით შემომყვირა.
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------

ის რომ ჩემმა ძმაკაცმა მომცა არჩევანის გაკეთების უფლება ამით აიხსნა ჩვენი ძმობის სიწმინდა! მას არ ეშინოდა სიკვდილის და არა იმიტომ რო მე გოგოს გავწირავდი არამედ იმიტო რომ ის უკვე ამაღლდა, რადგან საკუთარი სიცოცხლე მანდო!...
  ეხლა კი ვზივარ გვერდზე ოთახში სადაც ერთი პატარა მაგიდა, ერთი სკამი და ერთი ,,ნაჩნიკია” და ვწერ ამ ყველაფერს. იცი მკითხხველო ეს ის დროა როდესაც არჩევანი უნდა გააკეთო საკუთარ ბედნიერებასა და სხვისას შორის! რა აზრამდე მივედი ალბათ გაინტერესებთ?! არც ისე ძნელია ამის გაგება თუ თავდავიწყებით შეყვარება შეგიძლია არამარტო გოგოსი რა თქმა უნდა! საერთოდ ადამიანის! ჩემი ძმაკაცის და მარის პიროვნებები ირეოდა ჩემში და აზრი მხოლოდ ერთი_იყო მარი თუ ძმაკაცი? მარი? ამით მე ჩემს სიყვარულს ვღუპავ და ყველაფრის წინააღმდეგ მივდივარ რაც ამქვეყნიურ ჭეშმარიტებაშია, ანუ სიყვარულში ქალის მიმართ! ძმაკაცი? როგორ მე ხო მასთან ერთად გაზრდილი ვარ, ის ხომ ჩემი ძმაა?! როგორ ვიცხოვრებ მის მერე მისი სიკვდილი რომ ავირჩიო?! მოკლედ დრო არ მაქვს იმის საფიქრალად რომელი ავირჩიო, მარი თუ ძმაკაცი... ისღა დამრჩენია გავიდე გვერდზე ოთახში, ჩავეხუტო ჩემს ძმაკაცს და ვუთხრა: ,, ძმა, ეს ჩახუტება გადაეცი თითჴეულ იმ პიროვნებას, ვინც მე მიყვარს და ვისაც მე ვუყვარვარ! მეტი არჩევანი დაარღვევს ჭეშმარიტებას რომელიც ჩემშია და რომელიც არ უნდა დაირღვეს, არა ჩემი პრინციპების გამო, არამედ ჩემი სიყვარულის გამო! სინანული? არანაირი! დროა ავდგე ეს ფურცელი გადავცე ჩემ ძმაკაცს და უკანასკნელად ჩავეხუტო, ისიც ვიცი მერე რა მოხდება...ჩემი ძმაკაცი შურსაც იძიებს ჩემს გამო. მარი კი ოდესმე იპოვის ნამდვილ სიყვარულს.გავალ ოთახაიდან და ჩავეხუტები ჩემს ძმაკაცს! გავალ ოთახიდან და მივუახლოვდები მარის, ჩემი ტუჩები ნაზად შეეხება მის ბაგეებს და ამით დამთავრდება უსიტყვო სიყვარულის ამბავიც. ალბათ არ ღირს იმ სიტყვის თქმა მარისთვის რაც უკვე ნათელია! ხელს ჩავკიდებ ჩემ ძმას და მარის. დაველოდები გასროლის ხმას და ალბათ მოვიპოვებ საუკუნო სასუფეველს მაღლა ანგელოზებთან. ვიცი მელოდებიან ჩემი ძმები მაღლა ცაში, ბებია და ის ნათესავები ვინც უკვე წავიდნენ ამ ქვეყნიდან! ბედნიერი მოვკვდები რადგან ვიცი ამ ქვეყნად ბევრ ადამიანს ვუყვარვარ. ბედნიერი მოვკვდები რადგან დიდი სიყვარულის გამო ვკვდები, ბედნიერი ვიქნები რადგან საკუთარი ბედნიერებას დავთმობ საყვარელი ადამიანების სიცოცხლისათვის და ბედნიერი წავალ იმ ქვეყნად... ჩემი გასვალ ოთახიდან, ჩემ ძმაკაცთან ჩახუტება და მარის ბაგეებთან შეხება თუნდაც ერთი წამი ჩემთვის მარადიულად გადაიქცევა.....
  წერილს გავაგრძელებ მე გიგილო შენი ძმაკაცი ერთი წლის შემდეგ. გიო ძმაო სწორი გადაწყვეტილება მიიღე, როცა შენი თავი შეაკალი ძმაკაცს და შეყვარებულს! ის წამი არ დამავიწყდება როცა ჩემმა მობილურმა დარეკა და ვიღაცამ ირონიულად მითხრა რომ შენი ძმაკაცები და ვიღაც გოგო ამადა ამ პადვალში არიანო! შემოვანგრიეთ კარები გიო შენმა ძმებმა, მარა რაც იქ ვნახე სამუდამოდ დარჩა ჩემ მეხსიერებაში!!!! მარის შენი თავი მუხებში ჰქონდა ჩარგული და გეფერებოდა, ხოლო ზაზა გაოგნებული და შეზრწული იჯდა და ხმას ვერ იღებდა. ხელში კი რაღაც ქაღალდი ეჭირა, მაშინ ყურადღება არ მიგვიქცევია ამისათვის. გულში უსვრიათ ძმაო შენთვის იმ ნაბოზრებს, შენ ალალ და სიყვარულით სავსე გულში ძმაიო. როგორ გაგიმეტეს იმ ბოზებმა ასე?! შემდეგ იყო შენი გასვენება და საზარელი ამბავი! შენი დაკრძალვის მერე დღეს ბიჭები ამოვედით საფლავზე, ზაზას ვერ დავუკავშირდით არ იღბდა მობილურს, ალბათ გვხედავდი ძმა და ის საშინელებაც დაინახე რაც ზაზამ გააკეთა!!!! საფლავზე რომ ავედით ზაზა იწვა საფლავთან მე მივვარდი მარა უკვე გვიანი იყო. თავი ჰქონდა მოკკლული და ხელში შენი ბოლო წერილი ეჭირა სიკვდილის დროსაც არ გაუშვა ხელიდან!!! ეს იყო ყველაზე საზარელი ამბავი რაც შეიძლება ჩვენ ცხოვრებაში მომხდარიყო! მარი მთლი ამ დროის მანძილზე გვერდით გვედგა და არ მოგვშორებია. გიო 2 დღეა რაც ჩამოვედით შვეიცარიიდან. მე, ლაშა, გიორგა და დავითა. გიო თქვენი სისხლი ავიღეთ ძმებო იმეებსაც დავაწერინეთ წერილი რომელიც თავის ოჯახს მისწერეს და ყველაფრისათვის პატიებას ითხოვდნენ. რომ გაიგეს ვინებიც ვიყავით მიხვდნენ რომ დამთავრებული იყო მათი ბინძური სიცოცხლე და მუდარა დაგვიწყეს. მერე დავითამ იარაღის ტარი ჩაარტყა ერთ_ერთს დაამით ყველაფრის აზრზე მოიყვანა!!! ის საშინელი სიკვდილით მოკვდა ძმაო, სანამ იმ ახვარს ყელს ვჭრიდით მეორეს ვაყურებინებდით! და როცა მეორეს თვალებში ჩავიხედე უდიდესი შიში დავინახე და სინანული! ამიტომ გიუშ ძმაო ის არ მოვკალით მარა სამუდამოდ ხეიბარია ზურგის ტვინი დაუზიანეთ კონდახით და თავის ქვემოთ ვეღარაფერს გრძნობს, ლაპარაკიც არ შეუძლია!!! ასე რომ ეგ ნაბიჭვარი იცოცხლებს მარა იწვალებს! მას წლები აქ რომ თავის შეცდომებზე იფიქროს, რომელის შენ და ზაზას სიკვდილით დაუშვეს!!! გუშინ ეს ყველაფერი მარის მოვუყევი მეთქი ამოისუნთქებსთქო და იცი რა მითხრა მე შეყვარებული მყავს და ეგ ამბავი აღარ მაინტერესებსო, რამაც ძალიან გამამწარა მან ხომ თქვენ შეურაძგყოთ!!! იმედია მაპატიებთ რაც გავაკეთე ძმებო მე მარის შეყვარებულს გუშინ ,,პადიეზდი” მოვუწე. მე, დავითამ და ლაშამ. ლაშა რულზე იჯდა მე და დავითამ კი დავცხრილეთ ის ბიჭი მარის თვალწინ და ამ საქციელს არ ვნანობ ძმაო, მაგრა მიყვარხათ და მაგრად მენატრებით შენ და ზაზა. თქვენი საძმო! ეხლა კი დროა რომ ცხოვრება გავაგრძელოთ და სანამ ცოცხლები ვართ ვიქნებით, თქვენ სულ იქნებით ჩვენ გულში!!! მარა ვიცი რომ მალე შეგხვდებით ძმებო მაგრა მომენატრეთ, თქვენ ჩვენში ცოცოხლობთ ძმებო!!!! დღესაც ამოვალთ თქვენ საფლავზე ბიჭები და გავიხსენებთ იმ დროს როცა ჩვენთან იყავით, ვიტირებთ ძმებო, ხო ვიტირებთ!!! იმიტომ რომ თქვენ გულს დააკლდით, მაგრამ ცოტა შვენა მოვიპოვეთ ძმებმა სისხლი რომ ავიღეთ. მშვიდად განისვენეთ ძმებო. ამ ყველაფერს ვწერ საძმოს სახელით!!! 


                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ისტორიები | ნანახია: 887 | დაამატა: PaWuKa | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 4
0   Spam
4 nuniko   (2011-11-11 9:36 PM)
ai genacvalet sulshi gulshi da ravi ra pulze adamiani arasodes ar unda gaiyidos

0   Spam
3 maruca   (2011-01-31 10:47 PM)
tkvennairi dzmebi bevrma unda inatros

0   Spam
2 maruca   (2011-01-31 10:46 PM)
aseti megobrob ishviatia sagol bichebooo.......dzmoba gcodniat

0   Spam
1 qristi   (2010-06-05 11:10 PM)
gamajrialaaaaaaa

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]