მთავარი » 2010 » თებერვალი » 4 » სადაც წახვალ
1:24 AM
სადაც წახვალ


სადაც წახვალ, მეც იქ წამოვალ...  


                  ერთნი ვართ,   ჩვენ ვერავინ დაგვაშორებს.  


ჩემი ცხოვრება შენზეა დამოკიდებული   და   მე ვერ შევძლებ ვიყო ბედნიერი უშენოდ...  


                              მაშინაც კი როდესაც მზად ვარ


ყველაფრისთვის და შემიძლია მტკიცედ მივიღო ნებისმიერი გადაწყვეტილება, მე
              აღმოვაჩენ ხოლმე, რომ თურმე სუსტი ვარ შენს გარეშე...


მე ავიჩემე შენი სახელი

მზე ჰქრება, ნებდება დაისს  

და წლების სევდა დაჰკრავს საღამოს.  

ოჰ, ერთხელ მაინც....  

ოჰ, ერთხელ მაინც....

მინდა, რომ ჩემზე  

ფიქრმა დაგღალოს.  



ახლა არა არის ჟამი მახსრობის,  

ეს ღმერთმა უწყის, ვინ რას მიწოდებს,  

და ფერხთით გიგდებ  

ერთი გასროლით,  

ბრაუნინგივით  

დაცლილ სიცოცხლეს.  



რომ მისტიური მესმას ძახილი  

და მერე, ჩემზე გლოვამ დაგღალოს,  

მე ავიჩემე  

შენი სახელი,  

დაე, ის ერქვას  

ყველა საღამოს!  



    ჭაბუკი ქოიავა



                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 1200 | დაამატა: PaWuKa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]