როს თვალებს ვხუჭავ - 25 მარტში 2010 - Sikvaruli.uCoz.NeT - სიყვარული
მთავარი » 2010 » მარტი » 25 » როს თვალებს ვხუჭავ
6:12 PM
როს თვალებს ვხუჭავ
როს თვალებს ვხუჭავ, თვალხილული ვხდები მაშინვე
დღისით ვბრმავდები,როცა ვუცქერ ამ საუკუნეს,
დაძინებისას შუაღამე აღარ მაშინებს
შენ მეზმანები და ეგ შუქი ფანტავს უკუნეთს.
ბნელსაც ანათებს შენი ლანდის გამოცხადება
ღამის აჩრდილს შენს სხივებში ჩანან მზესავით
დღისით კი ალბათ, მზესაც ჯაბნის შენი ხატება,
ამ მიძინებულ თვალთათვისაც შუქის მთესავი
გავიღვიძებ და უსინათლოს დამაქვს ოცნება
დღის სინათლეზე დავინახო შენი დიდება,
ბნელს რომ ანათებს შენი ლანდის გასხივოსნება
შენი მშვენების აჩრდილიც რომ არ იბინდება

დღე მიბნელდება, თუ ვერ გნახე სადიადებლად,
და ღამეები გადამექცნენ განთიადებად.

                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 309 | დაამატა: SPIRITI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]