მთავარი » 2010 » მარტი » 28 » რომ არ მიყვარდე
3:07 PM
რომ არ მიყვარდე
რომ არ მიყვარდე არ ვეტყოდი ჩემს დარდებს ღამეს 
და ჩემს გულისთქმას არ ვანდობდი ცეცხლისფერ მთვარეს, 
არ ავანთებდი თეთრ ღამეში სიცოცხლის სანთლებს 
და ცის ხატებად არ ვაქცევდი შენს ლამაზ თვალებს... 

რომ არ მიყვარდე არ დავლევდი ღვინოსაც ეშხით, 
არ შევხედავდი შემოდგომას სევდიან მზერით, 
არ ვინატრებდი ბაღში ყოფნას,მხოლოდ შენს გვერდით 
და მოლოდინში არ დავღლიდი ოცნებას შენით... 


რომ არ მიყვარდე არ ჩავრევდი სიტყვებში ცრემლებს, 
არ დავხატავდი ატირებულ გრძნობათა ფრესკებს, 
არ ავუგებდი ტრფობის ტაძარს ჭეშმარიტ კედლებს, 
არ ვიპოვიდი ცაზე ვარსკვლავს, უმანკოს შენებრს... 

რომ არ მიყვარდე არ განდობდი ამ გრძნობას მართალს, 
არ ვილოცებდი შენზე დიდხანს ღვთისმშობლის ხატთან, 
არ ვინებებდი მთელი ღამე საუბარს ლანდთან, 
არ მოვიდოდი უსუსური შენს გულის კართან... 

შორს წავიდოდი ქარის ხმებით წითელ დილამდე 
უცნობ ყვავილებს ვაუწყებდი ნაცნობ მირაჟებს 
დაგშორდებოდი სიყვარულის პირველ სიზმრამდე 
რომ არ მიყვარდე, ჩემო კარგო რომ არ მიყვარდე...

                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 1094 | დაამატა: SPIRITI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]