როგორ უნდა გამოიცნოთ ცრუ სიყვარული - 11 თებერვალში 2011 - Sikvaruli.uCoz.NeT - სიყვარული
მთავარი » 2011 » თებერვალი » 11 » როგორ უნდა გამოიცნოთ ცრუ სიყვარული
1:42 PM
როგორ უნდა გამოიცნოთ ცრუ სიყვარული


• ცრუ სიყვარულისას ჩვენ მკაცრად მივდევთ სიყვარულის კანონებს, წესებს და რიტუალებს. გვეჩვენება, რომ ერთმანეთის გარეშე ცხოვრება არ შეგვიძლია, ვერ ვსუნთქავთ, ვერ ვიძინებთ, ჩვენი ცხოვრების ყოველ წამს ვუთანხმებთ ერთმანეთს, მოკლედ ერთ მთლიანობად ვართ ქცეულნი. მაგრამ პირვლივე შეცდომის დაშვებისას სიყვარულის ეტლი ჭრიალებს და მალე უბრალო ფურგონად გადაიქცევა. არადა გვეგონა, რომ ნამდვილი სიყვარული გვაკავშირებდა. რატომ მოხდა ასე? სად დავუშვით შეცდომა? გვეწყება დეპრესია და ბოლოს მივდივართ დაკსვნამდე – ეს ის ადამიანი არ იყო!
შემდეგ ვხვდებით ახალ ადამიანს და იწყება ისევ მთვარიანი ღამეები, ახალი სიყვარული და მასთან დაკავშირებული ხლაფორთი. თუმცა აქაც დაფიქრება გვმართებს - ცრუ სიყვარულის მთავარი პრობლემა იდეალიზმია. ხშირად ჩვენი სიყვარულის ობიექტი რაღაც თვისებით არ ემსგავსება წარმოდგენილ იდეალს და სწორედ ამ დროს ემუქრება ჩვენს სიყვარულს კრახი.
• როგორ გავარჩიოთ ნამდვილი სიყვარული ცრუსაგან? პირველი ნიშანი ცრუ სიყვარულისა არის "იდეალიზმი”. ანუ როცა გიყვართ, მაგრამ ისევ განაგრძნობთ იდეალის ძიებას.
• პასუხისმგებლობის მეორე მხარეზე დაკისრება - რამე პრობლემაა? ე.ი. ეს მამაკაცის ბრალია, მას ხომ მცირე ხელფასი აქვს, ისიც და მისი მშობლებიც მოსაწყენები არიან – ასე ფიქრობენ ქალები და ამით ისედაც შესუსტებულ გრძნობას უფრო უთხრიან ძირს.
• მოთხოვნების წაყენება, პრეტენზიები და კრიტიკა. დაიმახსოვრეთ – თუ ის გაკრიტიკებთ ე.ი. არ უყვარხართ.
• წარსულზე დამოკიდებულება და მომავლის შიში. ზოგ ადამიანს მიდრეკილბა აქვს იოცნებოს წარსულზე და აწმყოს ბედნიერება ვერ გააცნობიეროს. ასეთი ადამიანები ნერვულები არიან. ისინი მალავენ ურთიერთობაში მომხდარ ყველა კონფლიქტს და წყენას. მეხსიერების ერთგვარ სკივრში ინახავენ და განშორებისას მთავარ არგუმენტად იყენებენ. მათთან ურთიერთობა ძნელია. სანამ ახალი მსხვერპლის მოსაძებნად გაეშურებიან არ ივიწყებენ მთელი ამ ნეგატივის საბრალო მეორე მხარეზე გადმოსაფრქვევად.

                               
მიმაგრება:
კატეგორია: საუკეთესო რჩევები | ნანახია: 536 | დაამატა: SPIRITI | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]