მთავარი » 2010 » მარტი » 19 » როდესაც სევდა კვლავ დაიპყრობს გულის ნაპირებს
6:59 PM
როდესაც სევდა კვლავ დაიპყრობს გულის ნაპირებს
როდესაც სევდა კვლავ დაიპყრობს გულის ნაპირებს
და მელნის წვეთი კვლავ გაავლებს იისფერ ასოს,
მაშინ მაწვება გულზე დარდი, ტირილს ვაპირებ,
ყოველი წამი იმ დღეების ჩემს გულში მახსოვს...
ჩამავალი მზე ეთხოვება ნაცრისფერ ტალღებს,
ის ყოველ ღამე თავს იკლავს და მერე ფეთქდება,
რომ გვაგრძნობინოს ბუნებისა ჩვენ სილამაზე,
მაგრამ მზის ჩასვლა დღეს რატომღაც ძლიერ ფერხდება
აგერ შორიდან დავინახე უცხო ყმაწვილი,
იგი მოაპობს ბლანტი სივრცის უფორმო ტალღებს,
მირბის უაზროდ, უგზოუკვლოდ, სასოწართვილი
და ჰარმონიას ბუნებისას იგი კვლავ არღვევს

                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 1032 | დაამატა: PaWuKa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]