მთავარი » 2011 » თებერვალი » 11 » რითმებს დაგიწნავ ლოცვად...
11:56 AM
რითმებს დაგიწნავ ლოცვად...



ზამთარს გასვლია ყავლი,
ფიფქებს მობეზრდათ ფენა,
წარსულს ჩაბარდა სუსხი,
ყინვა და ფოთოლცვენა.

...შენც აფეთქდები ვიცი,
კვირტების გელის ბედი,
სულში ჩამიღვრი იმედს,
როგორც სიყვარულს შვენის.



ისევ დამასხავს თავბრუს,
შენი სურნელი შმაგი,
ვნება ყორნისფერ თმების,
სახე ნახატი ყალმის.

ფერთა გამაში ისევ,
ჩემს გულს გაჩუქებ კოცნად,
გაზაფხულივით ლექსით,
რითმებს დაგიწნავ ლოცვად.


ლ. შარაშენიძე

                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 1205 | დაამატა: SPIRITI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]