მთავარი » 2011 » ივნისი » 24 » რისთვის მიყვარხარ!
12:37 PM
რისთვის მიყვარხარ!

მამაკაცი:
”მე მყავხარ შენ.”
შენ ჰაეროვანი ხარ და ამიტომ გეშინია, რომ ვიღაცას ან რაღაცას შეუძლია დაანგრიოს, გაანადგუროს შენი სამყარო. მხოლოდ მან ვინც ბედნიერია იცის, რომ ბედნიერება ილუზიაა. თუ მოეშვი, დაემშვიდობე. ყველაფერი სიზმარი აღმოჩნდება - პრიმიტიული სიზმარი ბედნიერებაზე.
მე ეს არ მაშინებს, ვიცი, რომ შენ მყავხარ, ჩემი სული შენით არის სავსე და მე ყოველღე სიხარულით ვბრუნდები შინ. საზრუნავი პრობლემები ყველაფერი სასაცილოდ მეჩვენება. როდესაც ორ სამყაროს ”შენ და გარეთ” სანუკვარ ზღვარს გადავაბიჯებ.
როდესაც ჩემს გვერდით არ ხარ, ფიზიკურად აღვიქვამ ისე ვგრძნობ შენს არსებობას, თითქოს აქ ხარ. თითქოს გეხები. ვიცი, რატომ მიყვარხარ... მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემს ცხოვრებაში შემოიჭერი, მაგრამ კითხვაზე თუ რატომ მიყვარხარ, პასუხის მეშინია, მეშინია ჩემს მიერ შექმნილი ზღაპარი არ დამთავრდეს.
ჩვენ ორნი ვიყავით ამ სამყაროში. ამან ისე შემძრა, რომ დავრწმუნდი, ამის შემდეგ აღარასოდეს არაფერი მომინდებოდა. უბრალოდ ვერ შევძლებდი მომენდობინებინა, რადგან უკვე ყველაფერი მქონდა. დიდხანს არ ვაჩერებ მზერას შენზე. შენ, უბრალოდ იცოდი, დასაბამიდან მიყვარხარ.
დრო შეჩერდა_ საათი მარადიულობას უჩვენებდა. არც სიცოცხლეს ჰქონდა აზრი. არც სიკვდილი იყო საშიში. პარადოქსია, მაგრამ ხანდახან უსაძღვრო ბედნიერების გეშინია.




                               
მიმაგრება:
კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1644 | დაამატა: ქრისტი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]