მთავარი » 2010 » მარტი » 7 » და მერე რა?
9:15 PM
და მერე რა?
ქუჩაში სიჩუმე გამეფებულიყო. არავინ ჩანდა ირგვლივ. ნეტა რა ხდება? გავიფიქრე მე. 
  ბათუმის ქუჩები არასდროს ყოფილა ასეთი წყნარი, მაგრამ საოცრად ლამაზი, დადუმებული მაგრამ მრავლის მეტყველი.
  გული უცებ სევდით ამევსო, მივხვდი , რომ ეს სიცარიელე რაღაცის მიმანიშნებელი უნდა ყოფილიყო, მაგრამ რისი? 
  კარგა ხანია ბათუმში არ ვყოფილვარ, მეგონა აქ ჩამოსულს ხალხი სიხარულით მომეგებებოდა, გულში ჩამიკრავდა და მომეფერებოდა, მაგრამ თურმე ვცდებოდი. 
  კარგი, არაუშავს ვთქვი მე და გავაგრძელე სახლისაკენ გზა. თქვენ წარმოიდგინეთ სახლშიც არავინ დამხვდა.
  ეხლა კი ნამდვილად შევშინდი, ტელეფონზე დავრეკე. დედას თხოვნით ბათუმის ერთ-ერთ ქუჩაზე მივედი, აქ კი ნამდვილი საოცრება ვიხილე, ამდენი ხალხი ერთად თავმოყრილი ჯერ არ მენახა. 
  გზაა გავიკვლიე და როგორც იქნა ნაცნობ სახეებსაც მივაგენი, მათ კი აცრემლებული თვალები მომაგებეს.
  უეცრად, ჩემდა უნებურად ცრელი წამსკდა თვალებიდან, გამახსენდა ეს ქუჩა, რა ბედნიერი ვიყავით აქ მე და ის.
  ის? ვთქვი ხმამაღლა და მაშინღა მივხვდი ყველაფერს.
  ბოლოს რომ ვისაუბრეთ რაღაც უცნაური ჩანდა, ეტყობოდა რაღაცას წინასწარ გრძნობდა, მაგრა მე არ მინდოდა ეს დამეჯერებინა მივვარდი დედას, ხმამაღლა ვტიროდი და ვთხოვდი ეთქვა, რომ ეს ყოველივე ტყუილი იყო. 
  ციდან წვიმის წვეთები წამოვიდა. 
  მე კი მივუყვები უსასრულო გზას და ისევ ისე ხმამაღლა ვტირი. ვტირი და არა მარტო მე, ჩემს წინ უამრავი ხალხი მიაცილებს სამუდამო სამყოფელისკენ.
  უკანაც ბევრი სტირის საყვარელი ადამიანის დაკარგვას, მაგრამ ჩემსავეთ მაინც არავინ გლოვობდა, მე ის მიყვარდა, მიყცვარს ისე, როგორც არავის არავინ, მიყვარდა უანგაროდ, მიყვარდა მთელი სულითა და გულით, მიყვარდა და მერე რა? 
  - არაფერი. 
  - ბედნიერი ვიყავი და მერე რა?
  - არაფერი.
  - ვოცნებობდი და მასთან ერთად ტკბილად ვმღეროდი, ვმღეროდით ერთად ჩვენი ხალხისთვის, ვმღეროდით და ვუზიარებდით მათ ჩვენს დარდს.
  - და მერე რა? 
  - არაფერი. ვუპასუხე მე.
  - სწორედაც, რომ არაფერი.
  - ყველა იბადება, ყვლელა ცხოვრობს, ყველაა ერთხელ მაინც ბედნიერი და მერე რა ? 
  - არაფერი
  - სწორედაც, რომ არაფერი ბოლოს მაინც ყველა კვდება.
  - რატომ?
  - ეგ არავინ იცის.
  - და მერე რატომ?
  - რატომ? რატომ და სწორედ ეგაა ცხოვრების წესი, ყველას თავის ბედისწერა აქვს და მას ვერავინ ვერ შეცვლის თუნდაც ძლიერი, სუფთა და უანგარო სიყვარული- მიპასუხა უცნობმა ხმამ.

                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ისტორიები | ნანახია: 2598 | დაამატა: PaWuKa | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1
0  
1 nikusha   (2010-04-15 8:01 PM) [Entry]
da ise es cxovreba ra aris????? ;(

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]