რაში გჭირდები მე, ტრფობის ხამი. - 17 მარტში 2010 - Sikvaruli.uCoz.NeT - სიყვარული
მთავარი » 2010 » მარტი » 17 » რაში გჭირდები მე, ტრფობის ხამი.
10:59 PM
რაში გჭირდები მე, ტრფობის ხამი.
რაში გჭირდები მე, ტრფობის ხამი. 
შენ მიღალატებ - მეც გაგიწყრები. 
დაგავიწყდება ის ტკბობის ჟამი 
და მეც სულ ისე დაგავიწყდები. 
დავლევ, დავთვრები ბრაზმორეული. 
წარსული ახლა ჩემი მტერია. 
საიდანღაც კი ხმა შორეული 
წამიჩურჩულებს: - არაფერია! 
რაში გჭირდება ღატაკი, ლოთი. 
შენი ცხოვრება ახლად იწყება. 
და ერთი გიჟი, სულელი, შფოთი... 
ისე, უბრალოდ დაგავიწყდება. 
-შენი დრო მორჩა, როგორც უყურებ, 
-მეტყვი, --ახლა კი ჩემი ჯერია. 
გამიკვირდება, ჩავიბუტბუტებ: 
-განა ეს მართლა არაფერია?! 
დეკემბერია, გული თოვლს ითხოვს... 
შენ გათხოვდები - მეც გაგიწყრები. 
დაგავიწყდება იანვრის სითბოც 
და მეც სულ ისე დაგავიწყდები.

                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 235 | დაამატა: PaWuKa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]