მთავარი » 2010 » თებერვალი » 2 » რას გადამეკიდე?!
11:06 AM
რას გადამეკიდე?!


რას გადამეკიდე?!


წყეულიმც
იყოს ის დღე, როცა შენ გაგიცანი! – ამ სიტყვებით იღვიძებს და იძინებს
გაუბედურებული, დამცირებული გოგონა… უბედური იმიტომ, რომ რასაც ის
გასცემდა, თვითონ ვერ მიიღო, ვერ დაიბრუნა გაცემული სითბო და სიყვარული…
დამცირებული კი იმით, რომ მას მეტისმეტად გულწრფელად უთხრეს რაღაც, რამაც
გული ატკინა… როგორც აღმოჩნდა, მისმა სითბომ, უზომო სიყვარულმა და
ყურადღებამ დაღალა ერთი ადამიანი, ვისზეც "ასხივებდა” თავის გრძნობებს,
რომლებითაც "გადაწვა” ის მცირედი სიმპატიაც კი, რაც არსებობდა მის მიმართ.




  ვერა, ის ვერ გაიმართლებს თავს იმით, რომ ალკოჰოლით იყო შეზარხოშებული იმ დროს, როცა ასე უხეშად, სასტიკად მოეპყრო გოგონას…



  არა, მაინც რა სულელი ვარ! თავიდანვე როგორ ვერ მივხვდი, რომ სულ
ფეხებზე ვეკიდე! – ფიქრობს გოგონა, – როცა ვეკითხებოდი, როგორ ხარ მეთქი,
მპასუხობდა – არა მიშავსო… მაგრამ არასდროს უკითხავს ჩემთვის – და შენ
როგორ ხარო…


ყოველდღე, მასთან შეხვედრისას, ველოდი – არა, დღეს მაინც მკითხავს, როგორ ხარო.



  არადა, როგორი გულუბრყვილო და მარტივი ოცნება ჰქონდა გოგონას. მას
ხომ მხოლოდ ის სურდა, სამზარეულოში მყუდროდ მჯდარიყო იმ ბიჭთან ერთად და
ჩაი დაელია, თან ესაუბრა მასთან… ამის ნაცვლად, კი ეს მიიღო: რას
გადამეკიდე?! ნუთუ ვერ ხვდები, რომ ნერვებს მიშლი?! თავი გამანებე!!!.....



  აი, ახლა გოგონას ტელეფონზე ვიღაც რეკავს. ალბათ, ის ბიჭია, ბოდიში
უნდა მოიხადოს. გოგონა მიიღებს ამ ბოდიშს, მაგრამ უკვე აღარ ეცდება,
სიყვარულის თუნდაც ერთი "ნამცეცის მოპარვას”…






  გოგო: გისმენ… როგორ ხარ?




  ბიჭი: ვარ, რა….. შენ როგორ ხარ?...




                                        ავტორი: ლუკა ხარლამენკო


                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ისტორიები | ნანახია: 1485 | დაამატა: PaWuKa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]