მთავარი » 2010 » მარტი » 22 » რამ გათქმევინა მიყვარხარო თუ არ გიყვარდი
3:35 PM
რამ გათქმევინა მიყვარხარო თუ არ გიყვარდი
რამ გათქმევინა მიყვარხარო თუ არ გიყვარდი,
ალერსიანად რად მაპყრობდი მაგ ლამაზ თვალებს.
შენი გულისთვის თავს გავწირავო - რატომ ამბობდი,
ყალბი სიტყვებით თავს ასე ძლიერ რად მაყვარებდი.
მითხარი რატომ გამიცრუე იმედი ტკბილი,
მითხარი რატომ შემაყვარე თავი ძალიან.
რატომ შემპირდი,რომ არასდროს გამცვლიდი სხვაზე
და არასოდეს დამტოვებდი ცხოვრების გზაზე.
შენ ჩემი ცოდვა არ მოგასვენებს ვიცი არასდროს
და რომ იცოდე მეცოდები თავზე ძალიან.
მე დაგივიწყებ და შველას ვთხოვ წმინდა მარიამს,
რადგან ამ ქვეყნად შენისთანები ბევრნი არიან

                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 1053 | დაამატა: PaWuKa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]