მთავარი » 2011 » თებერვალი » 15 » რაღაც ყოველთვის მთავრდება...
8:38 PM
რაღაც ყოველთვის მთავრდება...



რაღაც ყოველთვის მთავრდება და ეს დასასრული ახლის დასაწყისია...


ცხოვრების მოულოდნელობები და თავსატეხები,ის რაც კონკრეტულ მომენტში საშინლელებად გეჩვენება,მერე მშვიდ გონებაზე აცნობიერებ,რომ სწორედ ეს "საშინელებები” ჰქმნის შენს ცხოვრებას და იმედს გისახავს სამომავლოდ.რაც უფრო მძიმე ქარტეხილი გატყდება თავს,მით უფრო არაფრად გეჩვენება უბრალო განსაცდელი,რომელიც ყოველ ნაბიჯზე გხვდება.ეგუები,რომ ცხოვრება ასეთია და რწმუნდები,რომ "მახინჯ სხეულში სული მართლაც ძაბუნდება”...



ადამიანს ყოველ თავის ქცევაზე,პასუხზე და ტონზე ეტყობა რა გამოიარა.რა ქარტეხილები დაატეხა თავს ცხოვრებამ და როგორი მოქცევა სჭირდება მას შენგან.
ადამიანებს გვჩვევია უხეშობაზე უხეშობით პასუხი,ღიმილზე – ღიმილით,მაგრამ ხშირ შემთხვევაში სწორედ უხეშობას სჭირდება დაახვედრო ღიმილი...ვერც კი წარმოიდგენთ რამდენ რამეს შეცვლის ერთი თქვენი ღიმილი,ააფორიაქებს უხეშ ადამიანს,გონებას აურევს,გაჩნდება კითხვები:

”რატომ იღიმის?რით დავიმსახურე?”

პასუხები თქვენში ჰპოვეთ...
ამ დროს,რაღაც გაკლდება,ალბათ აგრესია შენს სულს და ამავე დროს რაღაც გემატება,ძალა რომ დაძლიო შენში დაგროვილი აგრესია და გაიღიმო.თითქოს იმედი ჩნდება,ხელმოსაჭიდი,რაღაც რომ დაიჯერო ყველაფერი კარგად იქნება.


დაეხმარო სხვას ნიშნავს დაეხმარო საკუთარ თავს, რათა ერთი საფეხურით მაღლა დადგე.

ნურასდროს მისცემთ რჩევას,მართლაც რომ "სხვის საქმეში ყველა ბრძენია”.

ეს უკვე სხვის ცხოვრებაში დაუფიქრებლად ჩარევას ნიშნავს.ჩვენ ხომ ძალიან ბევრს ვფიქრობთ ხოლმე,როგორი იქნება კარგი საკუთარი თავისთვის,როცა საქმე სხვაზე დგება,რატომღაც თავში უამრავი აზრი მოგვდის და რაც პირველი გაიელვებს გონებაში იმას "ვროშავთ”...

მაგრამ ამავე დროს ეს რჩევებიც კი იმედს უსახავს ადამიანს.წარმოუდგენელია, მაგრამ ფაქტია,რომ მართლაც აბსოლიტურად ყველაფერს აქვს ორი მხარე...

მე მაინც ვთვლი,რომ არ ღირს რჩევის მიცემა,რადგან უმეტეს შემთხვევაში ადამიანს კიდევ უფრო საგონებელში აგდებს რჩევები,ვიდრე ის სიტუაცია,რომლიდანაც თავის დახსნას ცდილობს...
მე არც ფსიქოლოგი ვარ და არც გამოცდილება მაქვს იმდენი,რომ კიდევ უფრო მეტი ვთქვა...

მე ერთ-ერთი თქვენგანი ვარ,უფრო სწორი იქნება თუ საკუთარ თავს ბავშვს ვუწოდებ,თუმცა ვთვლი რომ ბავშვობა უკვე უკან დარჩა,მაინც... მე მხოლოდ ის გითხარით,რაც ამ წლების მანძილზე ცხოვრებამ თავად მითხრა...

                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ჩანახატები | ნანახია: 1717 | დაამატა: SPIRITI | რეიტინგი: 3.0/2
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]