მთავარი » 2010 » იანვარი » 3 » რა ფერია ღრუბელი?!
0:43 AM
რა ფერია ღრუბელი?!

რა ფერია ღრუბელი?! თეთრი? ცისფერი, ყვითელი... იასამნისფერი!.. ან და ნაცრისფერი!
ყვითელია გარიჟრაჟისას. იასამნისფერიცაა და ცისფერიც! ერთი ფერის არასდროსაა!
ნაშუადღევს ცხელა, მზე აცხუნებს. ყველაფერი ყვითელია? არა ცისფერია. ზოგან იასამნისფერი... მაგრამ ყველგან უფრო მკვეთრი... ჭახჭახებს! თვალს მოგჭრის ჭახჭახა ყვითელი, ცისფერი და ზოგან იასამნისფერიც. თვალებში დაგორავენ მწვანე ბურთები აქეთ.......იქით......აქეთ....იქით..... ზოგან ცისფერი, ან ყვითელი, ან და იასამნისფერი. ყველაფერი ჩუმადაა, ჩუმად...თან ძალიან ჩუმად! მხოლოდ მზე აცხუნებს! და ზოგან... ზოგან ფუტკრები ბზუიან!
ამ დროს ღრუბელი შავია! არა შავი არ არის, უბრალოდ ასე ეძახიან! ის ნაცრისფერია, ცისფერიც და ზოგან იასამნისფერიც, მაგრამ უფრო მუქია... მუქი სხვებთან შედარებით! ამასობაში კი ყველაფერი ჩუმადაა, თან ძალიან ჩუმად! მხოლოდ ფუტკრები ბზუიან ზოგან! და ისიც ზანტად და ჩუმად!..
არაფერი არ იძვრის... არ ირხევა...
აი იქუფრება ლურჯი ცა! ზოგან იასამნისფრად! ყვითლად! ნაცრისფრად... მაგრამ უფრო მუქად!.. მუქად სხვებთან შედარებით!
წვიმს! თითქოს ცოცხლდება არე-მარე! მაგრამ...
აი კვლავ აცხუნებს მზე! ყვითლად, ან ცისფრად! ან და ნაცრისფრად!
კვლავ სიჩუმეა! მხოლოდ ფუტკრები ბზუიან! ისიც ზოგან!
აქა-იქ გუბეები ღრუბლებს ირეკლავენ......
ისე მართლა, რა ფერია ღრუბელი


                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ჩანახატები | ნანახია: 1776 | დაამატა: PaWuKa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]