მთავარი » 2010 » აპრილი » 24 » რა გაოცებს?
11:53 PM
რა გაოცებს?
რა გაოცებს? _ ხეში წყალი ჩადგა უკვე,
კიდევ ერთხელ შემობრძანდა გაზაფხული...
თავდახრილი მიუყვება ქუჩას ქალი,
შენი, მაგრამ სამუდამოდ დაკარგული.

ნუში ტყემალს სითეთრეში ეჯიბრება,
მზემ ატმები საბოლოოდ გადარია,
შენ კი გცივა, იანვარი იყოს თითქოს,
რადგან სულში უსასრულო ზამთარია.

რა გაგიქრობს, რა გაფანტავს ამ კაეშანს?_
ყველა ტკივილს როდი კურნავს გაზაფხული...
ცრემლებს ყლაპავს და მიჰყვება ქუჩას ქალი,
შენი, მაგრამ სამუდამოდ დაკარგული


                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 1016 | დაამატა: SPIRITI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]