"ეს წამიერად გაელვებული ფიქრია ჩემი"... - 2 იანვარს 2010 - Sikvaruli.uCoz.NeT - სიყვარული
მთავარი » 2010 » იანვარი » 2 » "ეს წამიერად გაელვებული ფიქრია ჩემი"...
7:36 PM
"ეს წამიერად გაელვებული ფიქრია ჩემი"...

"ეს წამიერად გაელვებული ფიქრია ჩემი"...

წვიმს.
ფანჯარაზე აკაკუნებს წვიმის პატარა და სათუთი წვეთი, ჯიუტად ეფერება მინას და ოთახში შემოსვლას ლამობს. მე ოთახის ერთ კუთხეში ვზივარ თვალებდახუჭული, ჩემთან შემოდგომის სევდიანი საღამოა, სევდიანი და წვიმიანი. ხეტიალი მინდება, ხეტიალი ნამტირალევ და ფოთლებით დაფარულ ქუჩებში, რომელთაც ნისლის თავსაბურავი დაუხურავთ. წვიმის წვეთები საოცარ ჰარმონიას ქმნიან და მახსენდება ზაფხულის სიცხეს შეფარებული მთები, ეკლესია, მე და შენ.
გახსოვს?!
ახლა წვიმს.
წვიმის წვეთები საოცარ ჰარმონიას ქმნიან. ოთახი ნელ-ნელა ივსება ღამეული სიჩუმით და მინებს იქიდან საოცრად ლამაზი სიცილით მიცინის წვიმა.


                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ჩანახატები | ნანახია: 449 | დაამატა: PaWuKa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]